”ჰიუნდაი ავტო საქართველომ” ქართველ მომხმარებელს ორი ახალი კლასის ავტომანქანა Hyundai Ioniq Full Electric და Hyundai Ioniq Hybrid წარმოუდგინა

”ჰიუნდაი ავტო საქართველომ” ქართველ მომხმარებელს ორი ახალი კლასის ავტომანქანა Hyundai Ioniq Full Electric და Hyundai Ioniq Hybrid წარმოუდგინა

”ჰიუნდაი ავტო საქართველომ” ქართველ მომხმარებელს ორი ახალი კლასის ავტომანქანა Hyundai Ioniq Full Electric და Hyundai Ioniq Hybrid წარმოუდგინა. კომფორტული, დახვეწილი, ეკონომიური და გარემოზე ადაპტირებული მოდელები, უკვე გაყიდვაშია.

როგორც ABMEBI.GE - ის ”ჰიუნდაის ავტიო საქართველოს” ცენტრში განუცხადეს, Hyundai Ioniq Full Electric პირველი სრულად ელექტროავტომობილია ”ჰიუნდაის” სამოდელო რიგში. ”ჰიუნდაის” ამ მოდელის შექმნის მთავარი მიდგომაა კომფორტული დიზაინი, ეკონომიურობა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა.

”აიონიქი” სრულ დატენვაზე 280 კილომეტრს გადის, რომელიც მის კლასში საუკეთესო მაჩვენებელია. ”ჰიუნდაიმ” მოდელი სტანდარტულად უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს Apple carply, android avto და სხვა მრავალი ფუნქციით. სრულად ელექტრო “აიონიქის” საბაზისო მოდელის ფასი 73, 100 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება Hyundai Ioniq Hybrid-ს, ის არის ჰიბრიდული ავტომანქანა, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიურ და დიზაინის გამოწვევებს. 6 სიჩქარიანი ტრანსმისია ორმაგი მოჭიდების დისკით, უზრუნველყოფს სიჩქარეების უფრო სწრაფ და ზუსტ გადართვას, ასევე საწვავის მოხმარების ეკონომიურობას. Ioniq Hybrid-ის საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე შეადგენს მხოლოდ 3.9 ლიტრს.

გამორჩეული და უნიკალურია აეროდინამიური დიზაინი, უახლესი ძრავის ტიპი და გადაცემათა კოლოფი, რომლებიც ყველაზე თანამედროვე და ეკონომიურ მანქანას ქმნიან ავტო ბაზარზე. ბენზინის, ელექტრული ძრავის და ლითიუმ - იონის პოლიმერიული ელემენტის სრულყოფილი კომბინაციით მართვა სანდო, მდგრადი, ეკონომიურად მომგებიანი და სახალისოა. Hyundai Ioniq Hybrid-ის საბაზისო მოდელის ფასი 55, 900 ლარიდან იწყება.

”ჰიუნდაი” დამატებით მომხმარებლებს სთავაზობს ”აიონიქის” ორივე მოდელზე შვიდწლიან გარანტიას. ”აიონოქის” ეფექტურობას და საიმედობას ექსპლოატაციის კუთხით.

“ქართველ მომხმარევბელს გავაცანით ორი კლასის ავტომობილი - Hyundai Ioniq Full Electric და Hyundai Ioniq Hybrid. ელექტრომობილს აქვს დიდი პლუსი, რადგან ის სრულ დატენვაზე გადის 280 კმ, რომელიც ამ კლასში საუკეთსო მაჩვენებელია. ”ჰიუნდაიმ” აღნიშნული მოდელი სტანდარტულად აღჭურვა უხლოესი ტექნოლოგიებით და მომხმარებელს შეეძლება ისარგებლოს Apple carply, android avto და სხვა მრავალი ფუნქციით. მისი საბაზისო ფასი 73, 100 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება ”ჰიუნდაის” ჰიბრიდს, მისი მთავარი პლუსი ისაა, რომ საწვავის ხარჯი 3,9 ლიტრია 100 კმ-ზე, რაც ძალიან ეკონომიურია. ავტომობილის მართვა სანდო და მდგრადია. საბაზისო ფასი კი 75, 900 ლარია.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მომხმარებელს ორივე მოდელზე 7 წლიან გარანტიას ვთავაზობთ. ამავდროულად, ამ მოდელებით ვპასუხობთ იმ გამოწვევას, რაც გარემოს დაცვის კუთხით არსებობს და ვცდილობთ კომფორტულ მოდელებთან ერთად, წარმოვადგინოთ ავტომობილები, რომლებიც ზიანს არ აყენებს გარემოს”, - აღნიშნავს ჰიუნდაის PR მენეჯერი მარიამ გიორგობიანი.

”ჰიუნდაი ავტო საქართველო” ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს უახლეს მოდელებს და უმაღლესი კლასის სერვისს სთავაზობს. ”ჰიუნდაი” მსოფლიო ავტობაზარზე გამორჩეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ინოვატორი ავტომწარმოებელი. მის პროდუქციაზე მოთხოვნა კი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი