გელა გურალია საქართველოში პირველ სოლო კონცერტს გამართავს!

გელა გურალია საქართველოში პირველ სოლო კონცერტს გამართავს!

29 ივლისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, საქართველოში თავის პირველ სოლო კონცერტს გამართავს უცხოეთში მოღვაწე ნიჭიერი ქართველი მომღერალი გელა გურალია.

ბათუმის კონცერტისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა.

კონცერტში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებსლელა წურწუმია.

გარდა ამისა, გელა იმღერებს კომპოზიტორ ჯუმბერ ამანათაშვილთან ერთადაც.

ბილეთები უკვე გაყიდვაშია ბათუმის მუსიკალური ცენტრის სალაროებში და tkt.ge-ზე

იხ. ბმული

მცირე ინფორმაცია გელაგურალიას შესახებ:

გელა გურალია დაიბადა და გაიზარდა ქ. ფოთში. სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ქიმიის ფაკულტეტზე. მოგვიანებით, ქიმიას აჯობა მუსიკისადმი სიყვარულმა და დღეს, მილიონობით ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს გელა გურალიას უნიკალური ხმა- ტენორ-ალტინო, რასაც უპირველეს ყოვლისა ხელი შეუწყო მისმა გამოჩენამ მუსიკალურ შოუში „ხმა“ (შოუ „VOICE”-ის რუსული ანალოგი) - 2013 წელს, სადაც ის გახდა ძალიან დრამატული და დაძაბული ფინალის მონაწილე.გასაოცარი სილამაზის, ძალიან მაღალი, ძლიერი ხმით და შესრულების გამორჩეული მანერით გელამ უმალ დაიპყრო რუსეთის მრავალმილიონიანი აუდიტორია. მას შემდეგ მომღერალი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა. 2014 წელს გამოიცა მისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით"Drеам Of Me" (2014).ალბომში შესულია სპეციალურად მომღერლისათვის ქართველი და ამერიკელი კომპოზიტორების მიერ შექმნილი 10 სიმღერა, რომლებიც სრულდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.ალბომის მთავარ სიმღერაზე “Dream of Me” (კომპოზიტორი ჯად ფრიდმანი - Jud Friedman) შეიქმნა მომღერლის სადებიუტო კლიპი. იხ.ბმული

გელა ნაყოფიერად თანამშრომლობს ცნობილ ქართველ, რუს და ამერიკელ კომპოზიტორებთან.მისი რეპერტუარი გამოირჩევა ჟანრის მრავალფეროვნებით.

„--მე ვასრულებ სხვადასხვა მუსიკას - ამბობს მომღერალი. - ესაა კლასიკა, ჯაზი, ბლუზი, როკი. მუდამ ძიებაში ვარ, სულ ვატარებ ექსპერიმენტებს. მინდა მოვსინჯო სხვადასხვა ჟანრი, მიმართულება, მრავალმხრივ განვითარებული მომღერალი პუბლიკისთვის უფრო საინტერესოა. სცენაზე ბოლომდე ვიხარჯები.ჩემთვის მთავარია მსმენელამდე მივიტანო ემოცია და სიმღერის შინაარსი.“

განსაკუთარებულად უნდა აღინიშნოს მისი ურთიერთობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-თან. ხშირად ჟღერს გელაგურალიას კონცერტებზე უწმინდესის მიერ დაწერილი „ავე მარია“ და „კირიე ელეისონ“.

გელა გურალია მონაწილეობდა საქართველოში გამართულ მუსიკალურ კონკურსში „ოქროს ტალღა-2014“ და სიმღერა „დაბრუნდი“ (მუსიკის ავტორი ჯუმბერ ამანათაშვილი; ტექსტი - ნანა ცინცაძე) მისი შესრულებით გახდა კონკურსის გამარჯვებული ნომინაციაში - „ხალხის რჩეული სიმღერა“.

მაშ ასე, მოგიწოდებთ კარგად დაიმახსოვროთ ეს სახელი --გელა გურალია!!!

ხოლო ყოველივე ზემოთაღნიშნულში დასარწმუნებლად კი გირჩევთ, ეწვიოთ ბათუმის მუსიკალურ ცენტრს -29 ივლისს, 20:00 საათზე და აჩუქოთ საკუთარ თავს ერთი არაჩვეულებრივი საღამო და ეზიაროთ მუსიკის ზეიმს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი