ბინა თვეში 670 ლარიდან

ბინა თვეში 670 ლარიდან

სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს - თუ ბინის შეძენას აპირებთ და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, რომელ სამშენებლო კომპანიას მიმართოთ, მაშინ „მონოლით ჯგუფის“ შეთავაზება თქვენთვისაა: 670 ლარი ის თანხაა, რომლის გადახდაც ყოველთვიურად მოგიწევთ ბანკში ბინის შესაძენად. კომპლექსი ძველ თბილისში, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ბ.კალანდაძის N3-ში შენდება. ამჟამად უკვე 9 სართულიანი კორპუსის შიდა ტიხრების მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება. საბანკო განვადებით თვეში 670-დან ბინის გადასახადისთვის აუცილებელია ბინის ღირებულების 30%-იანი თანამონაწილეობა, ხოლო დარჩენილ თანხაზე მაქსიმუმ 15 წლიანი განვადების პირობით სარგებლობა, რაც ყოველთვიურად ბანკში მინიმუმ 670 ლარის გადახდას გულისხმობს.

მიმდინარე თვის განმავლობაში მყიდველს ასევე შეუძლია ისარგებლოს საზაფხულო აქციის პირობით, რომელიც ვრცელდება 97.1 კვ.მ ფართის ბინებზე, რომლის შეძენის შემთხვევაშიც „მონოლით ჯგუფისგან“ შემძენს საჩუქრად გადაეცემა ავტოსადგომი.

Monolith Residence Ortachala 9 -სართულიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია. ერთი სართული მიწისქვეშა ავტოსადგომს, ერთი სართული საოფისე ფართებს, 8 სართული კი საცხოვრებელ ბინებს უკავია. ბინების თითქმის 60% უკვე გაყიდულია. ასე რომ, კორპუსში დასახლების მსურველებს დიდი დრო აღარ რჩებათ, არჩევანი თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ ბინაზე შეაჩერონ.

კომპლექსის მდებარეობა და რეკრეაციული ზონა: კომპლექსი ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ძველ თბილისზე, ხოლო ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე სუფთა გარემოშია განთავსებული. მას ექნება იზოლირებული სარეკრეაციო ზონა ბავშვებისთვის, სადაც განთავსდება სასრიალოები, საქანელა, ქვიშის მოედნები. ამასთანავე კომპლექსი შენდება ძვირფასი საშენი მასალებით, შესაბამისად კორპუსი იქნება ენერგოეფექტური, რაც მობინადრეს კომუნალური ხარჯების 40%-ით დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს, შენობის გარე და შიდა ფასადი მოპირკეთდება ტრავერტინით, კერამოგრანიტით, შენობის კიბეები კი ბაზალტით. კორპუსში დამონტაჟდება უმაღლესი კატეგორიის Fuji-ს ლიფტი, კორპუსში კი ჩაისმება გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა.

”მონოლით ჯგუფი" არის პროფესიონალთა გუნდი, რომელთა თანამონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენებულია და აღდგენილია ეკლესია, სასტუმრო კომპლექსი, მუზეუმი, ბანკები და მრავალი სხვა. წელს კი "მონოლით ჯგუფის" დაფინანსებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო - ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, 2016 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული თამარ მეფის ფრესკის და კედლის მხატვრობის სარესტავრაციო, აღდგენით სამუშაოებს სწორედ მონოლით ჯგუფი აფინანსებს, რათა საქართველოს და ჩვენს მომავალ თაობას საუკუნეების მანძილზე შეუნარჩუნდეს და გადაეცეს უდიდესი და უნიკალური ათასწლოვანი საგანძური - თამარ მეფის ფრესკა და მე-12 საუკუნის უნიკალური კედლის მხატვრობა.

დღეისთვის კომპანიის პორთფელში უკვე სამი დასრულებული და ორი მიმდინარე პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, რაც დამატებით გარანტიებსა და „მონოლით ჯგუფის“ ძლიერ ფინანსურ პლატფორმას გულისხმობს.

”ჩვენი ბინები გამოირჩევა ხარისხით და ამის თქმის საშუალებას დასრულებული პროექტები იძლევა”, - აცხადებენ ”მონოლით ჯგუფში”.

დასრულებული კორპუსების შეფასება კი მსურველს უკვე შეუძლია: ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მდებარე 21დ კორპუსი, "ნუცუბიძის ტყუპები" და ქავთარაძის N19-ში მდებარე კორპუსები საუკეთესო მაგალითია მათთვის, ვისაც ”მონოლით ჯგუფის” მიერ აშენებულ ბინაში ცხოვრება სურს.

გაყიდვების ოფისის ტელ: 595 99 77 00

www.monolith.ge

R

საუკეთესო შეთავაზებები სამსუნგის ჰოლოგრამიან სმარტფონებზე

რა ტიპის თაღლითობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ადამიანი, როდესაც ბინას გირაობს?

ფარმადეპოს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია