გელაშქრება? - უმალი!; მეგობრებთან? -უმალი!; საპიკნიკოდ? - უმალი!; გეჩქარება? - უმალი!..

გელაშქრება? - უმალი!; მეგობრებთან? -უმალი!; საპიკნიკოდ? - უმალი!; გეჩქარება? - უმალი!..

„ყველგან და ყოველთვის უმალი!“- ეს ახალი ქართული ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის - „უმალის“ მთავარი გზავნილია მომხმარებელთან. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუ რა ხდის ასეთ განსაკუთრებულსა და მოსახერხებელს უმალის პროდუქციას? კველვა-ძიების შედეგებმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვა და გადავწყვიტეთ ჩვენი მკითხველისთვისაც გაგვეზიარებინა ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია ახალი, ქართული ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის შესახებ.

უმალის განსაკუთრებულობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ უმალის პროდუქტები წარმოებულია საქართველოში და რაც მთავარია, ადგილობრივი ნედლეულით, მეტიც, აღმოჩნდა რომ უმალს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საწარმო აქვს. მის მიერ წარმოდგენილი პროდუქტების მრავალფეროვნება კი ცალსახად უკონკურენტოა ადგილობრივ ბაზარზე, რადგან არცერთი სხვა ბრენდის ქვეშ არ არის გაერთიანებული ამდენი სახეობის თევზეული და ზღვის პროდუქტი. რახან მრავალფეროვნებაზე ჩამოვარდა საუბარი, დავკონკრეტდებით და გეტყვით, რომ უმალი წარმოდგენილია 32 სახეობის პროდუქტით, რომელთა რიგებში როგორც ენდემური ჯიშის თევზეული, ისე - ეგზოტიკურია. ბუნებრივ პირობებში მოპოვებული ნედლეული ეკოლოგიურად სუფთაა და მისი დამუშავება ხდება 8 განსხვავებული ტექნოლოგიით. თითოეულ ტექნოლოგიას თავისი სპეციფიკა აქვს, მორგებულია კონკრეტული ნედლეულის თავისებურებებზე და განსაზღვრავს მის შესანახად საჭირო ტემპერატურასა და ვარგისიანობის ვადას.

„უმალის“ მოხერხებულობის მთავარი საიდუმლო კი ის გახლავთ, რომ მის მიერ წარმოდგენილი ნახევარფაბრიკატების დამზადება შესაძლებელია სწრაფად, რაც საქმიანი ადამიანებისთვის და არა მხოლოდ, დაგვეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. უმალს ლუდის მოტრფიალეთა საყვარელ ბრენდად გადაქცევას და ზღვის პროდუქტების მოყვარულთა გულების დაპყრობასაც უწინასწარმეტყველებენ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი