ულამაზესი ქართული ჩანთები, რომელიც მსოფლიოს 7 ქვეყანაში იყიდება - "გეფერინის" წარმატების ისტორია

ულამაზესი ქართული ჩანთები, რომელიც მსოფლიოს 7 ქვეყანაში იყიდება - "გეფერინის" წარმატების ისტორია

ჩანთა ის აქსესუარია, რომლის გარეშეც ქალის ცხოვრება წარმოუდგენელია. ჩანთის მიხედვით მისი მფლობელის ხასიათის განსაზღვრა შეიძლება. სწორედ ამიტომ, ქალები დიდ ყურადღებას აქცევენ მის შერჩევას. ბოლო პერიოდში კი მათ ყურადღებას იქცევს ქართული წარმოების განსხვავებული დიზაინის ჩანთები, რომელსაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ქმნის.

ილია გეფერიძემ და სოფია ხოსიტაშვილმა კომპანია "გეფერინი" (Gepherrini) 2014 წლის აგვისტოში შექმნეს. საოჯახო ბიზნესი მუდმივად ვითარდება და იზრდება და ამჟამად 42 ადამიანს ასაქმებს. წელს კი "გეფერინი" "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" მიერ ორგანიზებულ "ბიზნეს დაჯილდოება 2017-ში" წლის ქართული პროდუქტისა და წლის ბიზნესის ნომინაციაზეა წარდგენილი.

ილია გეფერიძის თქმით, Gepherrini-ის ჩანთები უცხოურ ბაზრებზეც იყიდება და 7 ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

- რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი ბიზნესის დაწყება და რატომ ქალის ჩანთების წარმოება?

- მე და ჩემს მეუღლეს სხვადასხვა სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვქონდა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თავი საკუთრ ბიზნესშიც გვეცადა. დიდ ხანს ვფქირობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. ორივე შევჯერდით იმ ფაქტზე, რომ ეს საქმე აუცილებლად წარმოება უნდა ყოფილიყო. თუმცა არ გვინდოდა, დაგვეწყო ისეთი წარმოება, რომლის ანალოგიურიც უკვე არსებობდა საქართველოში. ბაზრის მოკვლევის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ნიშა, რომელსაც ჩვენ ვეძებდით, ქალის ჩანთები იყო. 2014 წლის აგვისტოში დავაფუძნეთ კომპანია, რომლის სახელიც "გეფერინი" ოჯახის გავრიდან გამომდინარე შევარჩიეთ და წარმოებაც დავიწყეთ.

- რით არის "გეფერინის" ჩანთები გამორჩეული? რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა "გეფერინი"?

"გეფერინმა" წარმოების დაწყებისთანავე ჩამოაყალიბა თავისი მიმართულება და სტრატეგია. ჩვენი მიზანი იყო, მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად მიეღო მაღალი ხარისხისა და განსხვავებული დიზაინის პროდუქცია.

რამდენიმე მიზეზია, რატომაც მომხმარებელმა არჩევანი "გეფერინის" ჩანთებზე უნდა შეაჩეროს: "გეფერინის" ჩანთები განსხვავებული დიზაინისაა და ის არ არის რომელიმე ცნობილი ბრენდის კოპირება; გამოშვებული ჩანთების 80% არის ლიმიტირებული; ფასი არის ხელმისაწვდომი; გარანტია ხარისხზე - პირველად საქართველოში "გეფერინმა" დააწესა პროდუქციაზე ხარისხის გარანტია. ტყავის შემცვლელებზე გვაქვს 6 თვიანი გარანტია, ხოლო ტყავებზე 12 თვიანი. მომხმარებლის ბრალეულობაც რომ იყოს, კომპანია ცდილობს, დაეხმაროს მას და შეუკეთოს ჩანთა.

- რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტზე "გეფერინის" ჩანთები და რამდენად რთულია საზღვარგარეთ პროდუქციის რეალიზაცია?

- "გეფერინი" 7 ქვეყანაში გადის ექსპორტზე. ესენია: აშშ, საფრანგეთი, შვედეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. აღნიშნულ ქვეყნებში გასვლა დაინტერესების შესაბამისად მოხდა. განსაკუთრებით რთულია ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ბაზრებზე წილის მოპოვება, რადგანაც ეს პროცესი დიდ სახსრებს მოითხოვს.

- რამდენად რთული იყო "გეფერინისთვის" პოპულარობის მოპოვება?

- "გეფერინის" გუნდი მუდმივად ზრდასა და განვითრებაზეა ორიენტირებული. ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ მომხარებლის აზრს და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ მას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სწორმა საფასო პოლიტიკამ. ჩვენთან ტყავის შემცვლელით დამზადებული ჩანთების ფასი 45 ლარიდან 119 ლარამდე მერყეობს, ნატურალური ტყავის კი - 119 ლარიდან 299 ლარამდე. საფულეების ფასი 29-99 ლარია, ქამრების - 39-69.

- კომპანია ბიზნეს დაჯილდოება 2017-ში" მონაწილეობს. როგორია თქვენი მოლოდინი რას შეცვლის "გეფერინისთვის" გამარჯვება?

ბიზნეს დაჯილოდების შესახებ "ფეისბუქის" საშუალებით შევიტყვეთ და მონაწილეობა გადავწყვიტეთ. წლის ქართული პროდუქტისა და წლის ბიზნესის ნომინაციაზე ვართ წარდგენილი. გამარჯვების მოლოდინი ნამდვილად გვაქვს, რადგანაც ვფიქრობთ, ჩვენს ნომინაციაში საკმაოდ კონკურენტუნარიანი ვართ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები

- 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს მამაკაცის და საბავშვო ჩანთების ხაზის განვითარება. 2018 წლის გეგემებში შედის ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოების დაწყება.

ნანა მღებრიშვილი

ფოტო: ანა მარგიანი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი