ბადაგონის დიდი ოქრო!

ბადაგონის დიდი ოქრო!

ბადაგონის დიდი ოქრო! პირველად ქართული ღვინის ისტორიაში, იტალიაში ღვინის საერთაშორისო კონკურსზე "Mondial des Vins Extrêmes Cervim" ბადაგონის ღვინომ "საფერავი რეზერვი" უმაღლესი ჯილდო - GRAND GOLD მედალი მოიპოვა! ეს ქართული ღვინისათვის უპრეცედენტო შემთხვევაა! კონკურსი ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის International Organisation of Vine and Wine მხარდაჭერით ხორციელდება, რაც მას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ვულოცავთ ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას!

კომპანია ბადაგონი 2006 წელს დაარსდა და დღესდღეობით ფლობს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის საწარმოს მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ბადაგონის მთავარი ენოლოგი იტალიელი დოქტორი დონატო ლანატი გახლავთ, რომელიც მსოფლიო ენოლოგთა ხუთეულშია და ფლობს მეღვინეობის უმაღლეს საერთაშორისო ჯილდოს - ღვინის ოსკარს! კომპანია "ბადაგონის" ფილოსოფია დაფუძნებულია ქართული უნიკალური ტრადიციების ღრმა პატივისცემასა და ამავდროულად ღვინის მსოფლიო ინდუსტრიაში დღესდღეობით არსებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებაზე, რის შედეგადაც იქმნება ხარისხიანი ღვინო. კომპანია ვაზის მხოლოდდამხოლოდ ქართული ჯიშებით ქმნის ღვინოს და კახეთის ყველა მიკრო ზონაში ფლობს საკუთარ ვენახებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2006 წელს სწორედ ბადაგონის მეშვეობით მოხდა ალავერდის მონასტრის მე-9 საუკუნის მარნის აღდგენა, სადაც დღესდღეობით იწმნება ბადაგონის ქვევრის უნიკალური ღვინო "ალავერდის ტრადიცია", რომელიც მრავალი საერთაშორისო კონკურსის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი