5 განსხვავება სამსუნგის Wind-Free და ჩვეულებრივ კონდიციონერებს შორის

5 განსხვავება სამსუნგის Wind-Free და ჩვეულებრივ კონდიციონერებს შორის

სამსუნგმა მსოფლიოში პირველი Wind-Free ტექნოლოგიის კონდიციონერი შექმნა. ამ სისტემის კონდიციონერს კომფორტული გაგრილების ორსაფეხურიანი სისტემა აქვს: პირველ ეტაპზე ოთახში ტემპერატურა სწრაფად დაიწევს სასურველ გრადუსამდე. სასურველი სიგრილის მიღწევის შემდეგ კი შეგვიძლია გადავრთოთ ეფექტურ, Wind-Free რეჟიმზე.

Wind-Free სისტემის კონდიციონერების უნიკალური თვისებების შესახებ ქვემოთ წაიკითხავთ და საშუალება გექნებათ სხვა, ჩვეულებრივ კონდიციონერებს შეადაროთ.

1. Wind-Free სისტემის კონდიციონერი შემაწუხებელი დაბერვის გარეშე აგრილებს ოთახს პანელზე განთავსებული 21 ათასიმიკრო-ხვრელის წყალობით. სხვა კონდიციონერების მიერ მძლავრად დაბერილი ცივი ჰაერის ნაკადი უსიამოვნოა და გაციების მეტ საფრთხეს ქმნის.

2. მსოფლიოში პირველი ციფრული, 8-პოლუსიანი POWER boost ინვერტორის დამსახურებით, Wind-Free კონდიციონერი ჩვეულებრივთან შედარებით ორჯერ სწრაფად ახერხებს კომპრესორის მაქსიმალური სიჩქარის მიღწევას და შესაბამისად, გაცილებით ენერგოეფექტურია.

Wind-Free ტექნოლოგიის კონდიციონერი ჩვეულებრივი კონდიციონერის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ 68%-ს მოიხმარს.

3. Wind-Free კონდიციონერი ხშირად არ ირთვება და ითიშება, ამიტომ ჩვეულებრივ კონდიციონერთან შედარებით ნაკლებად ხმაურიანი, გამძლე და ეფექტურია.

4. Wind-Free სისტემის კონდიციონერი ძილის ხარისხზეც ზრუნავს და მისი სპეციალური ძილის რეჟიმი ჩაძინების, ღრმა ძილის და გაღვიძების ფაზებისთვის იდეალურ ტემპერატურას ქმნის ოთახში.

5. Wind-Free ტექნოლოგიის კონდიციონერი ოთახში ვირუსებისა და ბაქტერიების 99 პროცენტს კლავს, ულტრაგანიერი PM 2.5 ფილტრი ოთახში ცირკულირებულ ჰაერს წმენდს და ჩვენც მუდმივად სუფთა ჰაერს შევისუნთქავთ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი