Axis Towers-ში აგროჰაბი განთავსდება

Axis Towers-ში აგროჰაბი განთავსდება

9 აგვისტოს, „აქსის თაუერსსა“ და "აგროჰაბს" შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რის შედეგად პირველი ევროპული სტანდარტების აგრო პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ „აქსის თაუერსში“ 2 460 კვ.მ-ზე განთავსდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აქსის თაუერსიდან“ აცნობეს, საცხოვრებელი კომპლექსი შენდება ჭავჭავაძის გამზირზე და პროექტი საქმიანი ცხოვრების ცენტრად მიიჩნევა.

„აქ თავს იყრის უნივერსიტეტები, ბანკები და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტი. პროექტი აფართოებს ტურისტულ ზოლს ძველი თბილისიდან ვაკის მიმართულებით და ამავდროულად, ქმნის ბიზნეს-ტურიზმის მიზიდულობის ცენტრს. სწორედ ამიტომ, საცხოვრებელი მიმზიდველია როგორც თბილისელებისთვის, ასევე ექსპატრიანტებისა და უცხოელებისთვის.

Axis Towers-ში სწორად დაგეგმილი ინფრასტრუქტურა ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. ეს არის ქალაქი ქალაქში, რომლის კომერციული ფუნქცია აერთიანებს ჰიპერმარკეტს, მაღაზიებს და გასართობ ობიექტებს.

„აგროჰაბი“, რომლის ძირითადი კონცეფციაც მომხმარებლისთვის 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მიწოდებაა, პირველი ევროპული სტანდარტების აგრო პროდუქტების ჰიპერმარკეტია საქართველოში. „აგროჰაბის“ პროდუქციის დასამზადებლად ნატურალური ქართული ნედლეული გამოიყენება. ჰიპერმარკეტის გახსნის უმთავრესი იდეაა მომხარებლებისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ხელშეწყობა.

„აგროჰაბი“ აწარმოებს ISO 22000 სტანდარტით სერტიფიცირებულ, 100%-ით ნატურალურ ქართულ რძის პროდუქტებს. გამოირჩევა ხილ-ბოსტნეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, ახლად დაჭერილი, ცოცხალი ზღვის პროდუქტებით, Fresh თევზეულობით და „აგროჰაბის“ ფერმის ხორცპროდუქტებით.

„აგროჰაბს“ აქვს ღვინის მარანი, საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის საცხობები, ცივი და ცხელი სამზარეულო, ნახევარფაბრიკატების საამქრო და სალათების კულინარია.

პროდუქციის უმაღლესი ხარისხი „აგროჰაბის“ #1 პრიორიტეტია. ხარისხის კონტროლს „აგროჰაბში“ ევროპული დანადგარებით აღჭურვილი სამი სახის ლაბორატორიის (ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ვეტერინარული) შეუფერხებელი მუშაობა განაპირობებს“, - აღნიშნულია „აქსის თაუერსის“ ინფორმაციაში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი