ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილი აბიტურიენტები და საზღვარგარეთ უნივერსიტეტში სწავლის შანსი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილი აბიტურიენტები და საზღვარგარეთ უნივერსიტეტში სწავლის შანსი

2017 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 41 200-მდე აბიტურიენტმა გაიარა. გამოცდები უკე დამთავრებულია. საბოლოო პასუხები კი აგვისტოს მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 15%-მა უნარ-ჩვევების გამოცდა ვერ ჩააბარა.

გასულ წელს რეგისტრაცია 42 000-მდე აბიტურიენტმა გაიარა. მათგან 27 782 სტუდენტი გახდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა, ხოლო 4 000-მდე იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. მათივე ცნობით, ჩარიცხულია გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების 74%-ზე მეტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წლის შემდეგ ტარდება და სტუდენტის სტატუსის მინიჭება გამონაკლისების გარდა ამ მეთოდით ხდება. სტუდენტობა კი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდია. არაფერი შეედრება გამოცდების შედეგების გაგების მომენტს, როცა აცნობიერებ, რომ უკვე სტუდენტი ხარ. თუმცა აქვე მეორე მხარეცაა - ადამიანები, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ვერ გადალახეს. მათთვის სწავლის გაგრძელების რამდენიმე გზა არსებობს. თითოეულს თავისი უპირატესობები აქვს.

ჩაჭრილი აბიტურიენტების უმეტესი ნაწილი კვლავ მომზადებას და მომავალ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელახლა ჩაბარებას ამჯობინებს ხოლმე. თუმცა შედეგად ადამიანი კარგავს მინიმუმ 1 წელს და საკმაოდ დიდ თანხას. რეპეტიტორებთან მომზადება რამდენიმე საგანში დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. დამოუკიდებლად მომზადება კი საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, იმ მწარე გამოცდილების შემდეგ, რომელსაც გამოცდებზე ჩაჭრა ჰქვია.

კიდევ ერთი ალტერნატივა პროფესიული სასწავლებელია. თუმცა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი უმაღლესი განათლების მიღებას ამჯობინებს და მხოლოდ პროფესიულ განათლებას არ სჯერდება. ამიტომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლას იშვიათად იწყებენ.

სამწუხაროდ, აღნიშნული ორი ვარიანტი ქართველი ახალგაზრდებისთვის ნაკლებად მისაღებია და ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჩაჭრილები დიდი თავსატეხის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. ალბათ, მათმა უმეტესობამ არც იცის, რომ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მოხვედრა ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარების გარეშე განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზეა შესაძლებელი. თუმცა აღნიშნულის წინაპირობაა, რომ მსურველი რომელიმე უცხოურ უნივერსიტეტში უნდა სწავლობდეს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის უფროსის ანა მაისურაძის განმარტებით, ქართული საგანმანათლებლო სისტემა საერთაშორისო მობილობას აქტიურად უჭერს მხარს.

”ვცდილობთ, მსურველებს ნაკლებად ბიუროკრატიული, მარტივი პროცედურები შევთავაზოთ. უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადმოსვლის წინაპირობაა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. უცხოეთში მიღებული კრედიტები ადგილობრივად უნდა აღიარდეს და სწორედ ეს აღიარებაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ქართულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წინაპირობა. ეს წესი კანონმდებლობითაა გაწერილი. ერთი ფანჯრის პრინციპი გვაქვს. უცხოური უნივერსიტეტის სტუდენტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში ერთი განცხადება შემოაქვს ჩარიცხვის მოთხოვნისთვის. ჩვენ მიღებული განათლების აღიარებას ვაკეთებთ და განათლების სამინისტროში ვგზავნით დოკუმენტაციას, სადაც უკვე საბოლოო დადასტურება ხდება. აღიარების მომენტში 2 საკითხი მოწმდება - უცხოეთში გაცემული დოკუმენტის ნამდვილობა და საგნების თავსებადობა. ნამდვილობის შემოწმების დროს ვამოწმებთ დოკუმენტი ყალბი ხომ არაა და ასევე, უნივერსიტეტი, საიდანაც სტუდენტი გადმოდის, არის თუ არა აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც ის ფუნქციონირებს. მობილობის განსახორციელებლად სტუდენტს 1 სემესტრი მაინც უნდა ჰქონდეს დამთავრებული უცხოურ უნივერსიტეტში. მობილობისთვის იქ მიღებული კრედიტებიდან ერთის აღიარებაც საკმარისია. შინაარსობრივი თავსებადობის დადგენა უნივერსიტეტების მონაწილეობით ხდება,” - განმარტავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის უფროსი ანა მაისურაძე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება უცხოურ უნივერსიტეტებში გამოცდების გარეშე მოხვედრის მსურველთა რაოდენობა. უცხოურ უნვერსიტეტებში ჩაბარებაში კი ქართველებს ბაზარზე ახლად შემოსული ევროპული კომპანია International Intellectual Corporation ეხმარება. კომპანია აბიტურიენტებს სთავაზობს ფინანსურად მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს, სწავლის პერიოდში სრულ მხარდაჭერას და ექსკლუზიურ სერვისებს დამატებითი გადასახადების გარეშე.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე კომპანია ადგილობრივ აბიურიენტებს სთავაზობს საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსიტეტების პროგრამებს შემდეგ ქვეყნებში: კვიპროსი, პოლონეთი, ლიტვა, ესტონეთი და უკრაინა. აღნიშნულ უნივერიტეტებში 1 სემესტრის დასრულების შემდეგ სტუდენტს მობილობის განხორციელება ქართულ უნივერსიტეტში შეუძლიათ.

ასე რომ, როგორიც უნდა იყოს თქვენი შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, იმედს ნუ დაკარგავთ. თქვენ მონდომების და მიზანდასახულობის საშუალებით მაინც შეძლებთ სასურველი განათლება სასურველ უნივერსიტეტში მიიღოთ.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდებს:

http://www.inincor.com/ka

https://www.facebook.com/InternationalIntelectualcorporation/

ან ეწვიოთ International Intellectual Corporation - ის ფილიალებს საქართველოში.

თბილისი, პეკინის #5

ტელ: 0790 10 10 17; 555 35 37 82

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის