სილქნეტს Setanta-ს არხები დაემატა

სილქნეტს Setanta-ს არხები დაემატა

სილქნეტი Silk Sport HD არხების საშუალებით რამდენიმე წელია ტელემაყურებელს სპორტული ღონისძიებების მონაწილედ აქცევს. თემატური პაკეტი, რომელიც Silk TV-ის სპორტულ კონტენტს წარმოადგენს, სრულად აწვდის გულშემატკივარს ყველა მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას HD ხარისხით. ტვ-სერვისის ინტერაქტიულობა დამატებით კომფორტს უქმნის მაყურებელს.

ერთდროულად სხვადასხვა არხზე გასული სპორტული მოვლენების თვალის მიდევნება შესაძლებელი ხდება გადახვევის და დაპაუზების ფუნქციის გამოყენებით.

სილქნეტის სპორტული არხებზე (Silk სპორტი HD 1, Silk სპორტი HD 2, Silk სპორტი HD 3 და სილქ უნივერსალი) ინგლისის პრემიერ ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა და მსოფლიოს სხვა წამყვანი ჩემპიონატები ქართულ ენაზე უკვე რამდენიმე წელია შუქდება. მნიშვნელოვანია, რომ სეტანტას არხების დამატებით სილქ ტვ-ის სპორტულ პაკეტში ხელმისაწვდომი გახდება იტალიის სერია A, ბუნდესლიგა, ფორმულა 1 და სხვა რეიტინგული სპორტული ღონისძიებები.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი