ელისო ბოლქვაძე - მუსიკა მშვიდობისთვის

ელისო ბოლქვაძე - მუსიკა მშვიდობისთვის

მუსიკა აერთიანებს სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანების მშვიდობის იდეის ირგვლივ, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელი მსოფლიოსთვის.

ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იუნესკოს პატრონაჟით გაიმართება. ეს კი უნიკალური მოვლენაა საქართველოს ფესტივალების ისტორიაში.

2017 წლის 2-8 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი ”ლირა” ბათუმის რიგით მეხუთე საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს, Batumi MusicFEST-ს გამართავს.

გამოჩენილი ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატის - ელისო ბოლქვაძის მოწვევით, საოცნებო ზღვისპირა ქალაქს ცნობილი მუსიკოსები ესტუმრებიან. ხელოვნების მოყვარულებს ბევრი დაუვიწყარი წუთები ელოდებათ.

ფესტივალი წარმოადგენს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთობლივ პროექტს.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების აღმოჩენა და ხელშეწყობაა. მასტერკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციური მეთოდებით ინტეგრირება, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ დონეს და ზოგად ცნობიერებას ეფექტურად აამაღლებს.

საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი არიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ფინანსდება ფესტივალის მიერ.

ასევე, აღსანიშნავია სიახლე - 7 სექტემბერს ჩატარდება ახალგაზრდა ტალანტების კონკურსი, სადაც გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ.

წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა განხორციელდეს ფესტივალის ფარგლებში არტ-კამპის უნიკალური პროგრამა. 400-მდე მოსწავლეს ჩაუტარდებათ სპეციალურად შემუშავებული ინოვაციური ტრენინგები. პარალელურად ისინი ყოველ საღამოს დაესწრებიან საფესტივალო კონცერტებს და მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებენ.

ბათუმის ფესტივალი საქართველოში კლასიკური მუსიკის პოპუპარიზაციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო სავიზიტო ბარათს წარმოაგდგენს, რაც ასახავს ქვეყნის თანამედროვე მისწრაფებებს და ღირებულებებს. სწორედ ამიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ბათუმის ფესტივალს წელს მიანიჭეს იუნესკოს პატრონაჟი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი