„ნატახტარის ლიმონათის“ ჯადოსნური გათამაშების ყველაზე იღბლიანი გამარჯვებული თამარ რაზმაძე გახდა

„ნატახტარის ლიმონათის“ ჯადოსნური გათამაშების ყველაზე იღბლიანი გამარჯვებული თამარ რაზმაძე გახდა

ნატახტარის ლიმონათის ჯადოსნური გათამაშება 20 მაისიდან დაიწყო. გათამაშების ერთ-ერთი იღბლიანი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა - პარიზის დისნეილენდის 4 კაციანი საგზურის მფლობელი თამარ რაზმაძეა.

თამარ რაზმაძე თბილისის მკვიდრია. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. მოგებაზე არასოდეს უოცნებია, როგორც თავად ამბობს, მას ეს ყველაფერი დაუჯერებლად მიაჩნდა, თუმცა „ნატახტარის ლიმონათის“ მართლაც „ჯადოსნურმა გათამაშებამ“ ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეუცვალა: „მოგების არასოდეს მჯეროდა, მოულოდნელი იყო, თავი ახლაც სიზმარში მგონია. მაშინვე მეუღლეს ვახარე. მან კიდევ მეტად გამახარა, როცა გამაგებინა, რომ პარიზის დისნეილენდში ორკაციანი კი არა, ოთხკაციანი საგზური მოვიგეთ. ეს კიდევ უფრო დიდი ბედნიერება იყო, რომ ბავშვებიც გაიზიარებდნენ ჩვენს ამ სიხარულს. სასიხარულოა ისიც არის რომ კომპანია „ნატახტარმა“ საგზური მესამე ბავშვზეც გვაჩუქა ანუ გამოდის,რომ მთელი ოჯახი მივემგზავრებით”.

ქ-ნი თამარის ოჯახი ხშირად ყიდულობს ნატახტარს და მისი ერთგული მომხმარებელია. არასოდეს ყოფილა დისნეილენდში. როგორც თავად ამბობს, ბავშვობის ოცნებასავით იყო: „ძალიან მიყვარს ნატახატრის ლიმონათი, ხშრად ვყიდულობ, განსაკუთრებით მაშინ როცა ბავშვებთან ერთად ვსეირნობთ. არასოდეს ვყოფილვარ დისნეილენდში, მუდამ იქ წასვლაზე ვოცნებობდი, პატარებსაც ვპირდებოდი, რომ როდესმე წავიყვანდით, მაგრამ ესე მთელი ოჯახით რომ წავსულიყავით ალბათ, კიდევ დიდი ხანი ვერ შევძლებდით. ამიტომაც, ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო ჩვენთვის, სიმართლე გითხრათ არც ველოდი და ვერც დავიჯერე, რომ წავიკითხე ვიფიქრე მეჩვენებათქო, თურმე არ მეჩვენებოდა, მართალი იყო... ოცნებები ხდება."

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი