პირველად საქართველოში, გლდანის "სითი მოლში" ოფიციალური აუთლეტი გაიხსნება

პირველად საქართველოში, გლდანის "სითი მოლში" ოფიციალური აუთლეტი გაიხსნება

გახსნა 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი. მაღაზიაში "აუთლეტ 2 გოუ" (Outlet 2Go) წარმოდგენილი იქნება ისეთი ბრენდები როგორიც არის: GAP, Banana Republic, Topshop/Topman, Aldo, Sergent Major, Jennyfer, Cortefiel, Marks & Spencer, F&F, La Senza, Steve Madden და ა.შ. მაღაზიის სტუმრებს შეეძლებათ 70-80%-იანი ფასდაკლებით იყიდონ წინა წლის კოლექციები. გლდანის "სითი მოლში" ფასდაკლებული კოლექციები ყოველდღე განახლდება.

ოქტომბრის დასაწყისში ასევე იგეგმება ცნობილი ბრენდების: "თიმბერლენდის" და "ნორსფეისის" (Timberland & North Face) აუთლეტი - სახელად "მაგელანი" და "კოტონის" გაფართოებული მაღაზია, რომელშიც სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი.

გარდა ამისა, გლდანის "სითი მოლში" ჰიპერმარკეტ "გორგია"-ს ახალი ფორმატის - გორგია ექსპრესის გაკეთება იგეგმება, რომელიც ასევე პირველი იქნება თბილისში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "გლდანის სითი მოლში" მაღაზიების და სერვისების მრავალფეროვანი ასორტიმენტია. აქ ერთ სივრცეშია თავმოყრილი საზოგადოებრივი ცენტრი (იუსტიციის სამინისტროს სერვისები), "ადიდასის" და "პუმას" აუთლეტი, მაღაზიები: "დეფაქტო", "ვაიკიკი", "ლუტეცია", "კალცედონია", "სუპერი", "ბატა", "კორსო იტალია", "გლორია ჯინსი", "მინისო", "კარფური", „ელიტ ელექტრონიქსი“, „ალტა ოქეი“ და სხვადასხვა კვების ობიექტები.

მაღაზიების სრული ჩამონათვალის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.thecitymall.ge, ან ფეისბუქის მეშვეობით შეიტყოთ სიახლეები:https://www.facebook.com/CityMallTbilisi/

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი