BIAFF 2017-ის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები

BIAFF 2017-ის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები

24 სექტემბერს, 18:00-ზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა - საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

BIAFF 2017-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - მოჰსენ მახმალბაფი (ჟიურის თავჯდომარე, დიდი ბრიტანეთი), სიდიქ ბარმაკი (საფრანგეთი), ბორის შულმან (შვედეთი), დიანა აშიმოვა (ყაზახეთი), ნუცა ალექსი მესხიშვილი (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:

- გრანპრი - ნაზი არსება, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა, 2017; 143 წთ.

- საუკეთესო რეჟისურა - "შუქ-ჩრდილი (Claire Obscure), იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016

- საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - მერაბ ნინიძე ფილმში "იუპიტერის მთვარე", კორნელ მუნდრუცო, უნგრეთი/გერმანია, 2017

- საუკეთესო მსახიობი ქალი - ეჩემ უზუნ, ფილმში "შუქ-ჩრდილი (Claire Obscure), იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016

- ჟიურის სპეციალური პრიზი - ფილმი "დედე", მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 წთ. და ფილმ "წვეულებას" (სალი პოტტერ, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ. ) სამსახიობო ანსამბლი

BIAFF 2017-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - ალექსანდრე რეხვიაშვილი (საქართველო - ჟიურის თავჯდომარე), შონ მაკალისტერი "დიდი ბრიტანეთი), მეჰმეთ ალი არსლან (თურქეთი), ვიქტორ კუფალ (გერმანია), სეიფოლა სამადიანი (ირანი), შემდეგი პრიზები გასცა:

- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - ცემენტის გემო, ზიად ქალთოუმ, გერმანია/ლიბია/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ.

- ჟიურის სპეციალური პრიზი - "მზის ქალაქი", რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ. და "თავისუფლების დღე", უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ.

BIAFF 2017-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ - საფარ ჰაქდადოვ (ჟიურის თავჯდომარე, ტაჯიკეთი), ჰანა მახმალბაფი (დიდი ბრიტანეთი), ნინელი ჭანკვეტაძე (საქართველო), ასევე ორი ძირითად ნომინაციაში გაიცა პრიზები:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - ნაზი ღამე, ქიუ იანგი, ჩინეთი, 2017

ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) - გადაეცა სამ ფილმს:

- ანა, მარგო ზუბაშვილი, საქართველო, 2017

- სამი საფეხური, სოსო ბლიაძე, საქართველო, 2017

- ვალპარაიზო, კარლო სირონი, იტალია, 2017

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:

- მოჰსენ მახმალბაფი (ირანი/დიდი ბრიტანეთი)

- გია ყანჩელი (საქართველო)

- ვახტანგ კიკაბიძე (საქართველო)

კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო "WYNDHAM BATUMI".

კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი "აპოლო", "ბრიტანეთის საბჭო", გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო "რჩეული ვილა", სასტუმრო "Batumi Plaza", აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, "HQ პროპაგანდა", ტურკომპანია "ვონდერლენდი", შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტი"

კინოფესტივალის მედია პარტნიორები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ - press@biaff.org; ტელ: 599-482181б 597-998272

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი