"ბილტმორ თბილისის" საკვირაო ბრანჩი "ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის" შვილობილების მხარდასაჭერად

"ბილტმორ თბილისის" საკვირაო ბრანჩი "ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის" შვილობილების მხარდასაჭერად

სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების თვეა. უკვე მეხუთე წელია, "ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის" ინიციატივით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში "სიცოცხლის ფესტივალი" იმართება. ფესტივალში საზოგადოების სხვადასხვა ფენები აქტიურად ერთვებიან.

24 სექტემბერს სასტუმრო "ბილტმორ თბილისმა" ფონდის შვილობილებს და თანამშრომლებს რესტორან "სონეტში", საკვირაო ბრანჩზე უმასპინძლა. სასტუმროს ტრადიციულ საკვირაო ბრანჩზე სტუმრებმა უგემრიელესი კერძები დააგემოვნეს. უფროსებმა ცოცხალი მუსიკით ისიამოვნეს, ხოლო პატარებს სპეციალურად მოწვეულმა ილუზიონისტმა და ჯამბაზებმა უმასპინძლეს.

წელს "სიცოცხლის ფესტივალის" ფარგლებში ეს პირველი ღონისძიება არ ყოფილა. წლევანდელი ფესტივალი 1 სექტემბერს მესტიაში ახალგაზრდულ კლუბში გაიხსნა. მესტიის გამგებელმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ფონდის შვილობილები ყოველ ზაფხულს ერთ კვირას მესტიაში გაატარებენ. ამ პერიოდში ისინი სასტუმროთი და კვებით უზრუნველყოფილნი იქნებიან.

17 სექტემბერს "რიყის პარკში" მოეწყო საფესტივალო მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფონდის შვილობილებმა, თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლებმა, კლინიკა "N ქირონის" თანამშრომლებმა და ქალაქ თბილისის 72-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურების შემდეგ, ფონდის შვილობილები საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა.

"სიცოცხლის ფესტივალი" ქუთაისში 5 ოქტომბერს საფორტეპიანო კონცერტით დაიხურება. კონცერტში მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე მიიღებს. ორკესტრს ფონდის მეგობარი და თანამდგომი ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.

"ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი", რომელიც "სიცოცხლის ფესტივალის" ორგანიზატორია, ერთადერთი ფონდია საქართველოში, რომელიც სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდების და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე ზრუნავს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი