ფურშეტი 100 პროცენტით ქართული პროდუქტებით ”ქეითერინგ ჯგუფი საქართველოსგან”

ფურშეტი 100 პროცენტით ქართული პროდუქტებით ”ქეითერინგ ჯგუფი საქართველოსგან”

სტარტაპი "ქეითერინგ ჯგუფი საქართველო", რომელიც 9 თვის წინ შექმნა, მომხმარებელს განსაკუთრებულ ფურშეტს კონკურენტებზე უფრო დაბალ ფასად სთავაზობს. სტარტაპერმა ლადო ქველაძემ ამ მიმართულებით 12 წლიანი საქმიანობის შემდეგ საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. გამოცდილებიდან გამომდინარე კი საუკეთესო ხარისხისა და დაბალი ფასის სინთეზი მოახდინა.

"თითოეულ დაკვეთაზე 10-12 კაცი ვმუშაობთ. ყველას დიდი გამოცდილება გვაქვს. მე პირადად მიმტანობით დავიწყე ამ სფეროში საქმიანობა 12 წლის წინ. მერე ნელ-ნელა წინ წავედი და გარკვეული პერიოდი მენეჯერის პოზიციასაც ვიკავებდი. 8 წლის განმავლობაში პარლამენტში ვმუშაობდი ქეითერინგზე. საბოლოოდ კი, ჩემი ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე," - განმარტავს "ქეითერინგ ჯგუფი საქართველოს" დამფუძნებელი ლადო ქველაძე.

"ქეითერინგ ჯგუფი საქართველო" ემსახურება როგორც დიდ, ისე პატარა ღონისძიებებს. ამჟამად კომპანიას უმეტესად მცირე ფურშეტებს უკვეთავენ წინასაქორწილო წვეულებებისთვის, ოფისებში დაბადების დღეებისთვის, აგარაკზე გასვლებისთვის. თუმცა ისინი მრავალრიცხოვან კორპორაციულ დაკვეთებზეც მუშაობენ.

"ჩვენთვი დიდი ფურშეტის მოწყობა პრობლემა ნამდვილად არაა. ჩვენს გუნდს 800 კაციანი საკმაოდ მდიდრული ფურშეტიც მოწყობილი აქვს. თუმცა ბოლო პერიოდში დეგუსტაციები უფრო მოთხოვნადია, ვიდრე დიდი ფურშეტები."- განმარტავს ქველაძე.

"ამ ეტაპზე ძვირადღირებულ მენიუებზე დაბალი მოთხოვნაა. თუმცა ჩვენს შეთავაზებაში შედის მენიუ, რომლის ფასიც 200 ლარია. ზოგადად კი, კონკურენტებთან შედარებით საკმაოდ დაბალი ფასები გვაქვს. ამ ყველაფერთან ერთად კი, "ქეითერინგ ჯგუფი საქართველოს" მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დაბალ ფასად ძალიან მაღალი ხარისხის საკვებს ვთავაზობთ. ჩვენი მიზანი არაა, რომ ერთ დღეში ბევრი ფული ვიშოვოთ. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს ისე, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს. სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მიზანი. გვჯერა, რომ ამ სტრატეგიით უფრო დიდი შედეგის მიღწევას შევძლებთ," - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანია 100 პროცენტით ქართულ ნედლეულზე მუშაობს. ქველაძის განმარტებით, პროდუქციას ბაზარში თითქმის არასდროს ყიდულობენ. ფურშეტისთვის საჭირო ინგრედიენტებს უმეტესად სოფლებში ყიდულობენ. მაგალითად, თაფლი მლეთადან ჩამოაქვთ, ღვინო - კახეთიდან.

"ქეითერინგ ჯგუფი საქართველო" უახლოეს მომავალში მომხმარებელს გემრიელ ფურშეტთან ერთად განსაკუთრებულ დიზაინსაც შესთავაზებს. კომპანია დიზაინერებთან იწყებს თანამშრომლობას. თუცმა მაგიდის ლამაზად გაფორმებას ამჟამადაც დიდ ყურადღებას უთმობენ.

"ვცდილობთ, ჩვენი მომხმარებლები მაქსიმალურად კმაყოფილები იყვნენ. მათ საზამთროზე ხატვასაც ვთავაზობთ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პატარებს. ღონისძიებებზე, სადაც ბავშვები არიან ხოლმე, სპეციალურ გაფორმებულ კერძებს ვაკეთებთ. მაგალითად, ხილით სხვადასხვა ცხოველებს ვხატავთ," - აღნიშნავს ლადო ქველაძე.

მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ფეისბუქის გვერდს - ქეითერინგ ჯგუფი საქართველო/ Catering GROUP Georgia

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი