„ჰუალინგ ჯგუფის“ ახალ პროექტს, ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას, საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია

 „ჰუალინგ ჯგუფის“ ახალ პროექტს, ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას, საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია

„ჰუალინგ ჯგუფის“ ახალი პროექტი, „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“ 2017 წლის 30 სექტემბერს გაიხსნება და საქართველოში და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცალო და საბითუმო ვაჭრობის ცენტრი გახდება.

„ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას“ საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია.შენობაში დამონტაჟებულია ცეცხლის ქრობის ავტომატური სისტემა, არის 17 საევაკუაციო კარი და 18 საევაკუაციო კიბე. ყველა სართული აღჭურვილია ავტომატური სახანძრო ფარდებით, რომელთა ცეცხლმედეგობა 45 წუთია და რომლებიც, ხანძრის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სექტორების განმხოლოებას. ყველა კარი ცეცხლგამძლე მასალით არის დამზადებული. თბილისის ზღვის პლაზას გააჩნია კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ხანძარსაწინააღმდეგო რაზმი, რომელიც ზემოთხსენებული სისტემების 24-საათიან გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ. შენობის მეტი უსაფრთხოებისათვის ჰუალინგ ჯგუფმა თავად შექმნა წყალმომარაგების ორი არხი. პლაზის ორივე მხარეს განლაგებულია 15 ჰიდრანტის ჭა, საიდანაც მუდმივად ხდება წყლის მოწოდება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია სახანძრო უსაფრთხოებისათვის. ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა პირველი მსხვილი საერთო სავაჭრო ობიექტია, რომელიც აგებულია სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის 370-ე დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ და მისი ნორმების სრული გათვალისწინებით.

„ ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“ 2017 წლის 30 სექტემბერს გაიხსნება და საქართველოში და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცალო და საბითუმო სავაჭრო ცენტრი გახდება. თბილისის ზღვის პლაზაში, რომლის ფართობი 110 ათასი კვადრატული მეტრია, განთავსებულია 400-მდე მაღაზია საქონლის მრავალფეროვანი ასორტიმენტით.

გთხოვთ, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ:

591935559

თათია სიორიძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვარკეთილი-3, მე-4 მკრ-ის მიმდებარე ტერიტორია, ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა, მე-5 სართ.

ელექტრონული ფოსტა: t.sioridze@hualing.ge

ჰუალინგ ჯგუფი

„ჰუალინგ ჯგუფი“ წარმოადგენს ჩინეთის უდიდეს კერძო კორპორაციასა და საქართველოში უმსხვილეს ინვერსტორს, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო ბაზრების მშენებლობა, მართვა და გაქირავება, უძრავი ქონება, ლოჯისტიკა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, მეცხოველეობა, კვების მრეწველობა და სხვა. გარდა ამისა, კომპანია საქართველოში ფლობს სააქციო საზოგადოება „ბაზისბანკს“, ხოლო ჩინეთში - სხვა ფინანსურ აქტივებს.

 „ჰუალინგ ჯგუფმა“ ჩინეთში ოთხი დიდი საბითუმო ბაზრის პროექტი განახორციელა. ესენია: „ჰუალინგის ურუმჩის კომპლექსური საბითუმო ბაზარი“, „ჰუალინგის სამხრეთ სინძიანის საბითუმო ბაზარი“, „ჰუალინგის საიუველირო ნაწარმისა და ნეფრიტის ნაკეთობების საერთაშორისო ქალაქი“ და „ჰუალინგის ბაზრის სამშენებლო მასალების საექსპორტო ბაზა“. ამ ოთხი კომპლექსური ბაზრის საერთო კომერციული ფართობი 2.2 მილიონ მ2-ს აჭარბებს, ფუნქციონირებს 22 ათასზე მეტი საწარმო ჩინეთის სხვადასხვა რეგიონიდან. ვიზიტორთა საშუალო დღიური რაოდენობა 100 ათასს ადამიანს აჭარბებს. ზემოთხსენებული ბაზრები ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში კომპლექსური საქონლის უმსხვილეს ბაზრებს წარმოადგენენ.

 2007 წლიდან მოყოლებული „ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა შემდეგ პროექტებში: „ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა“ ("ISEZ"), „ბაზისბანკი“, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ხე-ტყის დამუშავება-დამზადება, მინერალური რესურსების ძიება-ათვისება და სხვა. „ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკის ზონის“ ფარგლებში ფუნქციონირებს კომპლექსური სავაჭრო პლაზა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ და კომერციული უძრავი ქონების პროექტი.

 2012 წელს „ჰუალინგ ჯგუფმა“ ბაზის ბანკის აქციების 90% შეისყიდა, რაც ჩინეთის კერძო კორპორაციის მიერ ჩინეთის საზღვრებს გარეთ კომერციული ბანკის შესყიდვის პირველი პრეცედენტი გახდა, რომელიც 2012 წელს ჰონგ-კონგში ჩატარებულ ჩინეთის საზღვარგარეთული ინვესტიციების რიგით მეორე ყოველწლიურ სამიტზე შევიდა წლის შვიდ საუკეთესო საზღვარგარეთულ საინვესტიციო პროექტში. ეს ტრანსაქცია ჩინეთის კერძო კორპორაციასა და საზღვარგარეთის კომერციულ ბანკს შორის შერწყმისა და შესყიდვის (M&A) პირველი პრეცენდენტი გახდა. „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ შესყიდვის შემდგომ ბაზის ბანკი სტაბილურად ვითარდება, აქტივების მასშტაბი და რენტაბელობა საგრძნობლად იზრდება.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ „ჰუალინგ ჯგუფის“ ვებ-გვერდს:www.hualing.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი