Lingwing.com - ახალი ქართული პლატფორმა, რომელიც უცხო ენების შესწავლას საოცრად გაგიმარტივებთ

Lingwing.com - ახალი ქართული პლატფორმა, რომელიც უცხო ენების შესწავლას საოცრად გაგიმარტივებთ

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების თავბრუდამხვევმა სისწრაფემ ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო შეცვალა. ტაქსის გამოძახება, ავიაბილეთების დაჯავშნა, გადასახადების გადახდა, ფილმების ნახვა, თამაში - ამ ყველაფრის გაკეთება უკვე სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. გამარტივდა განათლების მიღებაც. თუკი ადრე ინფორმაციის მოსაძიებლად ბიბლიოთეკაში საათობით ჯდომა იყო საჭირო, ახლა პასუხები ჩვენგან რამდენიმე ღილაკის გაწვდენაზეა. საკმარისია საძიებო სისტემაში სიტყვების სწორი კომბინაცია ჩაწეროთ და თქვენ წინაშე თვალუწვდენელი მასალა გადაიშლება www.lingwing.com

სწავლა შეზღუდვების გარეშე, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს - ასეთია 21-ე საუკუნის ადამიანის დაკვეთა. ონლაინ განათლების მთავარი უპირატესობა მისი მოქნილობაა. ამ ფორმატის ცენტრში სწორედ რიგითი მომხმარებელი და მისი სურვილები დგას. თანამედროვე სამყაროში ახალი უნარის, ან თუნდაც, პროფესიის დაუფლებას სულ რამდენიმე თვე სჭირდება, თუმცა მხოლოდ მშობლიური ენით ფონს გასვლა ძალიან რთულია.

"უცხო ენის ონლაინ შესწავლა მე და მამაჩემმა 7 წლის წინ გადავწყვიტეთ. ტრადიციულ მეთოდებს ეს გზა ვარჩიეთ, მაგრამ უამრავი სირთულე შეგვხვდა. ზოგიერთი რესურსი მხოლოდ პროცესზე იყო მომართული და არა შედეგზე, ზოგ შემთხვევაში კი, აქცენტი გრამატიკაზე კეთდებოდა, მაგრამ შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება თითქმის შეუძლებელი იყო. აქედან გაჩნდა იდეა, თავად შეგვექმნა ისეთი პლატფორმა, როგორსაც ვეძებდით: მარტივი, თანამედროვე და დახვეწილი", - ამბობს Lingwing-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო ველიაშვილი.

Lingwing-მა არსებული სახე წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების შედეგად მიიღო. საიტის მარტივი და ფერადი დიზაინის მიღმა ენის სპეციალისტების მიერ შემუშავებული უნიკალური მეთოდი იმალება: ხმოვანი დავალებებით ყურს აჩვევთ თქვენთვის აქამდე უცნობ სიტყვებს, მართლწერაში კი გაგონილი ტექსტის აკრეფით ვარჯიშობთ. სწორედ ეს კომპლექსურობა განსაზღვრავს მსოფლიო მასშტაბით Lingwing-ის უნიკალურობას. განსხვავებით უცხოური ანალოგებისგან, ქართული ინოვაციური მეთოდი "ალაპარაკებაში" რეალურად გეხმარებათ. გარდა ამისა, კონკურენტებისგან განსხვავებით, Lingwing ხმოვანი დავალებებისთვის რობოტის ხმას არ იყენებს. გამხმოვანებლები ამა თუ იმ ენაზე მშობლიურად მოსაუბრე ადამიანები არიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სტარტაპს არცთუ უსაფუძვლო პრეტენზია აქვს მსოფლიო მასშტაბით ლიდერობაზე.

როგორ დავიწყოთ?

საიტი ცდილობს, პირველი ნაბიჯის გადადგმა მაქსიმალურად გაგიადვილოთ. იწყებთ ენის არჩევით, რამდენიმე წუთში კი აღმოაჩენთ, რომ უკვე მე-40 დავალებას ასრულებთ და მარტივი წინადადების წარმოთქმაც შეგიძლიათ. საკუთარი დანიშნულება აქვთ თამაშის ელემენტებსაც - ენის შესწავლა მონდომებასა და სისტემატურობას მოითხოვს, რისთვისაც აუცილებელია, ადამიანმა საკუთარი თავი მუდმივად დააყენოს გამოწვევის წინაშე. როცა სწავლის პროცესი აზარტულია, წარმატების შანსიც ბევრად მეტია.

ამჟამად Lingwing.com-ზე განთავსებულ ხუთ ენას 27 000-ზე მეტი მომხმარებელი სწავლობს, მომავალში კი საიტს ახალი ენებიც დაემატება.

რა ღირს ლინგვინგის კურსები?

პირდაპირ გეტყვით - ბევრად იაფი, ვიდრე რეპეტიტორთან მომზადება ან რომელიმე ცენტრში სიარული ჯდება.

სავარჯიშოების გარკვეული რაოდენობა სრულიად უფასოა, ასე რომ, თუ მიზნის მიღწევას არ ჩქარობთ, შეგიძლიათ აუღელვებლად ისწავლოთ უფასოდ,  უფრო მოტივირებული მოსწავლეებისთვის კი პრემიუმ პაკეტებიც არსებობს.  მაგალითისთვის, ერთწლიანი პაკეტი, რომელშიც ყველა ენა და კურსი შედის, 96 ლარი ღირს. პაკეტის მფლობელს საჩუქრად ორი 29-ლარიანი ერთთვიანი პაკეტიც გადაეცემა მეგობრებისათვის, რადგან ერთად სწავლა უფრო სახალისოა.

ვისთვის არის ლინგვინგის კურსები?

ყველასთვის, ვისაც ენის სრულფასოვნად შესწავლა უნდა.

"ჩვენთან ყველანაირ მომხმარებელს ნახავთ: ბავშვებს, რომლებიც უცხო ენის გაკვეთილების პარალელურად იღრმავებენ ცოდნას, აბიტურიენტებს, სტუდენტებს, საშუალო რგოლის მენეჯერებს, ჩვენი მშობლების თაობას და ასე შემდეგ. Lingwing-ის პლიუსად ვთვლით იმასაც, რომ მხოლოდ ახალგაზრდებზე არაა ორიენტირებული. ჩვენ გვჯერა, რომ ენის შესწავლა არასდროსაა გვიანი" - აცხადებს ვატო ველიაშვილი.

ასე რომ, თუ ენის შესწავლაზე უკვე დიდი ხანია ფიქრობთ, მაგრამ აქამდე თავს იკავებდით, მიეცით შანსი ქართულ პროდუქტს - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულია, არამედ იმიტომ, რომ მართლაც კარგია.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი