იტალიური პინსა - კულინარიის ახალი ტრენდი უკვე საქართველოშია

იტალიური პინსა - კულინარიის ახალი ტრენდი უკვე საქართველოშია

იტალიელი შეფ-მზარეული ვალენტინო ბონტემპის მიერ შექმნილი სპეციალური მენიუ, სხვადასხვა სახის იტალიური პროდუქცია, სენდვინჩები, დესერტები და ყავა - ეს არის ახალი იტალიური კაფეტერია და დელიკატესების მაღაზია Cantina by Bontempi, რომელიც სტუმრებს იტალიურ-ევროპულ კერძებს სთავაზობს. აქვე მიირთმევთ ტრადიციულ იტალიურ კერძს პინსას, რომელიც ანტიკური ხანიდან მოდის და პიცის უძველეს სახეობად ითვლება.

"Cantina by Bontempi მართლაც გამორჩეული კაფეტერიაა თბილისში. ჩვენი თითოეული კერძის თითოეული ინგრედიენტი ხარისხიანი და რაც მთავარია ჯანსაღია. მაღალი ფასის გადახდას არ ვერიდებით, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროდუქტი კარგი იყოს, კერძი კი გემრიელი და ჯანსაღი. მომზადების ტექნოლოგიაც დახვეწილი და განსხვავებულია. ბოსტნეული გრილზე მზადდება და ისე გამოიყენება კერძში," - განმარტავს Cantina by Bontempi-ის ვერბალური მენეჯერი თეო დავითაძე.

მისივე განმარტებით, კაფეტერიის შეთავაზებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია პინსას. ბოლო პერიოდში მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალურია ჯანსაღი კვება. უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება კერძები, რომლებიც ორგანიზმს არ ამძიმებს და ნაკლებად კალორიულია. პინსის განსაკუთრებული პოპულარობაც გარკვეულწილად სწორედ ამ ტენდენციით არის განპირობებული.

"პინსას რომის სამხედრო არმია ხშირად მიირთმევდა, რადგან ის არ იწვევდა დამძიმების შეგრძნებას, მოთენთვას და ხანგრძლივი დროით ანაყრებდა. ახლა კი მსოფლიოს უამრავ დიდ ქალაქში მიირთმევენ პინსას, რადგან ის ჯანსაღი, ნაკლებად კალორიული, მარტივად მონელებადი და მსუბუქი საკვებია. იცვლება მისი გამოყენების მიზნები, თუმცა არ იცვლება მიზეზები - ჯანსაღი და დაბალკაროული კერძი ყოველთვის იყო და ახლაც არის მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. თანამედროვე სამყაროში პინსას პოპულარობის ზრდა გარკვეულწილად განაპირობა ცნობილი იტალიელი მზარეულის ვალენტინო ბონტემპის პინსერიების ქსელმა, რომელიც უკვე 25 წელია, მრავალ ქალაქში არსებობს. თბილისში მას ჩვენ წარმოვადგენთ," - განმარტავს თეო დავითაძე.

პინსას პიცისგან განსხვავებით ელიფსური ფორმა აქვს. მისი ჰაეროვანი, ხრაშუნა ცომი სამი ტიპის ფქვილის ნაზავით მზადდება: ხორბლის, სოიოს მარცვლების და ბრინჯის. პინსა შეიცავს 5 წლის დაძველებულ იტალიურ საფუარს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პინსის ცომის მომზადებისას გამოიყენება დიდი რაოდენობით წყალი. ბოლოს კი ცომს ემატება სხვადასხვა ბოსტნეული, ყველი, სოუსი, სუნელი, ბეკონი და სხვა ჯანსაღი ინგრედიენტები.

პინსა და Cantina by Bontempi-ის სხვა შეთავაზებები საქართველოში ეტაპობრივად პოპულარული და მოთხოვნადი ხდება. თუმცა სტარტაპისთვის ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

"ჩვენი ძირითადი პრობლემები საბუთებთან და სხვადასხვა პროცედურებთან იყო დაკავშირებული. ამჟამად პროექტ "თიბისი სტარტაპერში" ვმონაწილეობთ. შედეგად მეტმა ადამიანმა გაიგო ჩვენ შესახებ. პროექტის ფარგლებში, ასევე, ვსარგებლობთ სესხით, რომელიც ძალიან დაგვეხმარა საოპერაციო ხარჯების და ადმინისტრაციული წვრილმანების მოგვარებაში," - აღნიშნავს Cantina by Bontempi-ის ვერბალური მენეჯერი თეო დავითაძე.

პინსერიაში მისული სტუმარი ნამდვილად ბევრია. თუმცა მათთვის, ვინც დროის უქონლობის გამო მისვლას ვერ ახერხებს, ადგილზე მიტანის სერვისიც მოქმედებს.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი