ნივთები ცნობილი ბრენდებისგან, რომელიც ყველა წარმატებულ ადამიანს სჭირდება

ნივთები ცნობილი ბრენდებისგან, რომელიც ყველა წარმატებულ ადამიანს სჭირდება

ადამიანები, რომელთათვისაც კარიერული წინსვლა და განვითარება მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ სასურველ სფეროში წარმატებას მიაღწიონ. წარმატებას სჭირდება მიღწევა და შენარჩუნება. ადამიანები ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ მიღწევები შეინარჩუნონ, კიდევ უფრო განვითარდნენ და პროფესიულად გაიზარდნონ. ყოველდღიური შეხვედრები, კომუნიკაცია უამრავ ადამიანთან, დაგეგმილი აქტივობები...ამ გადატვირთულ გრაფიკში კი თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მეტიც, არსებობს ნივთები, რომელიც, როგორც ცნობილი ბრენდები გვარწმუნებენ, ყველა წარმატებულ ადამიანს სჭირდება.

Hugo Boss ბაზრის ლიდერი ბრენდია ფუფუნების საგნებისა და პრემიუმ კლასის ნივთების წარმოებაში. უმეტესწილად ცნობილია ტანსაცმლის ხაზითა და განსაკუთრებული პარფიუმერიით ქალებისა და მამაკაცებისთვის, მაგრამ ის ასევე აქტიურად მუშაობს ისეთი ნივთების წარმოებაზე, როგორიცაა უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის კალმები და ბლოკნოტები. Hugo Boss-ის მიერ წარმოებული ამ ნივთების განსაკუთრებულობა იმაში მდგომრეობს, რომ ისინი ერთდროულად აერთიანებენ მაღალ ხარისხსა და დახვეწილ, თანამედროვე დიზაინს.

საქმიანი ადამიანებისთვის განკუთვნილ სპეციალური ნივთების შექმნაზე ზრუნავს ცნობილი ფრანგული ბრენდიც Pierre Cardin. ამ ბრენდის კალმები განსაკუთრებული, ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა, რომელიც სპეციალურად შექმნილია ისეთი დეტალებით, რომელიც მის გამოყენებას განსაკუთრებულად კომფორტულს ხდის. ასევე, სპეციფიური დიზაინისაა მისი ორგანაიზერებიც, რაც უამრავი ნივთის ოპტიმალურად თავმოყრის საშუალებას იძლევა.

როგორც ჩანს, ამგვარი პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. როგორც თავად სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, ეს ნივთები ერთი მხრივ ამარტივებს ყოველდღიურ დატვირთულ სამუშაოს და მეორე მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს საქმიან იმიჯზე. ამ ნივთებს ძირითადად საჩუქრებად ყიდულობენ: როცა არ იცი რა აჩუქო ადამიანს, რომელიც მუდმივად დაკავებულია და თან არც ის იცი შენი შერჩეული საჩუქარი რამდენად გამოყენებადი იქნება მისთვის, მაშინ საუკეთესო გამოსავალი სწორედ ამგვარი თანამედროვე სასაჩუქრე ნივთებია. ამ ორი ბრენდის სასაჩუქრე ნივთების შეძენა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. მათ Luxury Gifts-ის სერიის ფარგლებში წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ ექსკლუზიურად სთავაზობს თავის მომხმარებელს. Hugo Boss-ისა და Pierre Cardin-ის კალმები, ბლოკნოტები და ორგანაიზერები შეგიძლიათ შეიძინოთ ბიბლუსის სულ 3 ფილიალში. თბილისი: „ბიბლუსი გალერეა“ ჭავჭავაძის #7 და კანდელაკის #7. ბათუმი: „ბიბლუსი გალერეა“ მემედ აბაშიძის #52

sponsored by

ContentRoom

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი