ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია "არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017" გაიმართება

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია "არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017" გაიმართება

ბათუმი საერთაშორისო კონფერენცია "არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017" მასპინძლობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიება 14-15 სექტემბერს გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ნავთობისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წარმომადგენლები და ასევე საწვავის მომხმარებლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ირანიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

საერთაშორისო კონფერენცია "არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017" სს "საქართველოს რკინიგზისა" და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი