ესტონეთში აჭარის შესახებ რეპორტაჟები გამოქვეყნდება

ესტონეთში აჭარის შესახებ რეპორტაჟები გამოქვეყნდება

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ესტონელი ჟურნალისტები ტელერეპორტაჟებს, ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჟურნალისტები რეგიონს 4 დღით სტუმრობდნენ.

პრესტურის ფარგლებში სტუმრები ბათუმისა და მთიანი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს, ადგილობრივ სამზარეულოსა და ფოლკლორს გაეცნენ. მათ საშუალება მიეცათ თავადვე ჩართულიყვნენ კულინარიულ მასტერკლასში და აჭარული კერძი "სინორი" მოემზადებინათ. ენვერ ხაბაძის სახელობის აჭარის სახელმწიფო ანსამბლში "ბათუმი" კი ჟურნალისტებმა აჭარული განდაგანას ფორმები მოირგეს და თავადვე ეცადნენ ცეკვას.

პრესტურის მონაწილეები ასევე, დაესწრნენ ბათუმის საავტორო ფილმებისა და ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალებს, რომლებსაც ბლოგებს მიუძღვნიან. ტელეკომპანია  Kanal 2-ის საღამოს გამოშვებაში კი აჭარის თითოეული ტურისტული მიმართულების შესახებ ეტაპობრივად ჯამში, 5 რეპორტაჟი გავა.

"ესტონეთი რეგიონისთვის ახალი სამიზნე ქვეყანაა, სადაც წელს პირველად დავიწყეთ სარეკლამო კამპანიების განხორციელება, რაც აქტიურ ინტერნეტ რეკლამსა და გარე რეკლამას ითვალისწინებს. რეგიონის ცნობადობისა და დადებითი იმიჯის ჩამოსაყალიბებლად ჩვენ ასევე მოვიწვიეთ წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები, რომლებიც აჭარის შესახებ სტატიებსა და რეპოტაჟებს გამოაქვეყნებენ. ჯამში კი ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან წელს აჭარაში 20-მდე პრესტურს გავუწიეთ ორგანიზება, რომლის შედეგად რეგიონს 170-ზე მეტი ჟურნალისტი სტუმრობდა," - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბიამ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი