გიუაანის დიდი წარმატება ღვინისა და ჩინური სამზარეულოს ფორუმზე ჩინეთში - ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი

გიუაანის დიდი წარმატება ღვინისა და ჩინური სამზარეულოს ფორუმზე ჩინეთში - ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი

13-17 სექტემბერს,ქალაქ პეკინში, „მევენახეობისა და მეღვინეობის მსოფლიო ორგანიზაციის“ (OIV) პატრონაჟით, „ღვინისა და ჩინური სამზარეულოს პირველი საერთაშორისო ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი საერთაშორისო ღვინოების ჩინური სამზარეულოსთვის მისადაგება იყო. ფორუმის ფარგლებში გამართულ კონკურსზე გიუაანის ღვინოებმა 5 მედალი მოიპოვა. მანავმა და ქვევრის რქაწითელმა ოქროს მედლები, საფერავმა ვერცხლის მედალი, ხოლო საფერავი როზემ და ქინძმარაულმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.

ღვინოების დეგუსტაციას 20 ექსპერტი ახდენდა. დეგუსტატორების ჯგუფი დაკომპლექტებული იყო: მსოფლიოში წამყვანი სომელიეებით, ღვინის ცნობილი სპეციალისტებით, შეფ-მზარეულებით და მეღვინეობის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტებით. მათმესამედს მსოფლიოს სხვადასხვაქვეყნის მოქალაქეები შეადგენდნენ. დეგუსტატორებმა 300 ერთმანეთისგან განსხვავებული სახეობის ღვინო დააგემოვნეს, შეფასება დაუწერეს და ჩინურ კერძებს მიუსადაგეს. ღონისძიებას მეღვინეობის სფეროთი დაკავებული 20 ადგილობრივი კომპანიაც უჭერდა მხარს და მას რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა.

გიუაანის ღვინოები შესანიშნავად მიესადაგა ჩინურ კერძებს, რაც ოფიციალურად დაადასტურეს ფორუმის მონაწილეებმა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი