დოგტასი და კელებეკი 1 წლისაა

დოგტასი და კელებეკი 1 წლისაა

"დოგტასი და კელებეკი", ავეჯის სახლი, რომელიც ფართო და გემოვნებიანი მომხმარებლისთვისაა გათვლილი, ერთი წლის გახდა. ამ ხნის განმავლობაში მან შეძლო, დაეკმაყოფილებინა მზარდი ინტერესი საოჯახო ავეჯის თითქმის ყველა ძირითად მიმართულებაზე და საზოგადოებას მრავალი სიახლე შესთავაზა.

ავეჯის მწარმოებელი უმსხვილესი კორპორაციის "დოგტასისა და კელებეკის" ბრენდული მაღაზიის თბილისში გახსნა, ავეჯის სახლ "ვერონას" ჯგუფის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც უკვე ხუთი წელია მომხმარებელს პრემიუმ კლასის ავეჯით ამარაგებს. ამ შემთხვევაში კი სიახლე მის ხელმისაწვდომობაშია. სტილი, დიზანი და ხარისხი მაქსიმალურად მაღალია და ზუსტად შეესაბამება, როგორც ფასს, ასევე მომხმარებლის ინტერესებს. ყველაფერი კი შოურუმში ვიზიტით იწყება.

ავეჯის სახლის დათვალიერებისას მაშინვე აღმოაჩენთ განსხვავებულ და ცოტათი ბრუტალისტურ ინტერიერს. კედლების ნამდვილი რკინა-ბეტონითა და ნეიტრალური ფერებით გადაწყვეტა დიზაინერების ჩანაფიქრია, რათა მომხმარებელი კონცენტრირდეს ავეჯზე და არა გარემოზე, რომ წინა პლანზე გამოჩნდეს ტექსტილის ფერი, დეტალების ფორმა და მთლიანი მოცულობა.

"დოგტასი და კელებეკის" ერთ-ერთი მახასიათებელი ავეჯის დახვეწილი დიზაინია. ვინაიდან მას ყველაზე ფართო და მრავალფეროვანი მომხმარებელი ჰყავს, აქ ნახავთ, დივნებისა და საწოლების, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე მოდელებს. მისაღები და საძინებელი ოთახების მასშტაბისა და კომპაქტურობის კვალდაკვალ, ავეჯის აგებულებაც მრავალფეროვანია. ზოგი მათგანი პერსონების სიმრავლეზეა გათვლილი, ზოგი მრავალფუნქციურობაზე, სხვების უნიკალურობა სწრაფ დაშლა-აწყობასა და ინტერიერთან ადვილად ადაპტირებაში მდგომარეობს.

ყველაზე მთავარი, რასაც "დოგტასი და კელებეკი" დღეს ქართულ ბაზარზე ამკვიდრებს, ახალი ტრენდია: ავეჯის სახლის პირდაპირი მესიჯია, რომ ხარისხიანი ავეჯი აღარ არის მხოლოდ მაღალი წრეებისთვის განკუთვნილი ფუფუნება და რომ იგი ყველასთვისაა. ასე რომ, თუკი გსურთ, გაამდიდროთ თქვენი საცხოვრებელი დახვეწილი, კომპაქტური, მრავალფუნქციური, ტევადი და, რაც მთავარია, ხარისხიანი ავეჯით, "დოგტასი და კელებეკი" საუკეთესო არჩევანია.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი