"თიბისი ბანკის" მხარდაჭერით, "ლიბერალმა" სპეციალური სარაგბო ჟურნალი "ჩვენი თამაში" გამოსცა

"თიბისი ბანკის" მხარდაჭერით, "ლიბერალმა" სპეციალური სარაგბო ჟურნალი "ჩვენი თამაში" გამოსცა

"თიბისი ბანკის" მხარდაჭერით, "ლიბერალმა" სპეციალური სარაგბო ჟურნალი "ჩვენი თამაში" გამოსცა. სარაგბო ჟურნალის პრეზენტაცია გუშინ, კაფეში "ჩარლი ლისი" გაიმართა და მას ქართველი მორაგბეები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და რაგბის გულშემატკივრები დაესწრნენ.

"თიბისი ბანკის" ინფორმაციით, "ჩვენი თამაში" ჟურნალ "ლიბერალის" სპეციალური სარაგბო გამოცემაა, რომელიც ქართული რაგბის ისტორიის, საინტერესო ფაქტების, ადამიანების, მოვლენების და მოსაზრებების კრებულია.

"გიო ახვლედიანი, დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე, ჟურნალისტებთან და რაგბის გულშემატკივრებთან ერთად გამოცემის მკითხველს საინტერესო საავტორო სვეტებით, ინტერვიუებით, პროფაილებით, ანალიტიკური სტატიებით, თვალსაზრისებით ქართულ რაგბიზე მოუყვებიან.

ჟურნალის პრეზენტაციაზე სამოყვარული ფესტივალიც გაიმართა თაჩ-რაგბიში, რომელში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

პროექტის გამომცემელია "ლიბერალი", "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით.

დღეიდან, ჟურნალის ყიდვა რაგბის გულშემატკივრებს პრესის ჯიხურებში შეუძლიათ",- ნათქვამია ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი