პირველი არხის ახალი მეგა შოუს "ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი ?!" კასტინგი დაიწყო

პირველი არხის ახალი მეგა შოუს "ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი ?!" კასტინგი დაიწყო

პირველი არხის ახალი მეგა შოუს "ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი ?!" კასტინგი დაიწყო და 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სულ მალე პირველი არხი მაყურებელს შესთავაზებს ამერიკული კომპანია „Metro Glodwyn Mayer”-ის პროექტს "ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი?!", რომელიც მსოფლიოს 55 ქვეყანაში გახორციელდა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ეს არის გადაცემა, სადაც ყველაფერი სკოლასა და სწავლასთან ასოცირდება. სტუდია საკლასო ოთახის პრინციპით არის მოწყობილი და თამაშიც, სწორედ, ერთი გაკვეთილის მოდელის მიხედვით ხორციელდება.

გადაცემის სტუმარი ცნობილი ადამიანი, პირობითად, კლასის ახალი მოსწავლეა. მას წამყვანი - მასწავლებელი დაფასთან იძახებს და პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო მასალიდან კითხვებს უსვამს. სწორი პასუხების გაცემაში სტუმარს გადაცემის მონაწილე 5 მეექვსე კლასელი ეხმარება, რომლებიც, ამ შემთხვევაში, მისი თანაკლასელები არიან. თითოეული სწორი პასუხის შემთხვევაში მოთამაშე იგებს გარკვეულ თანხას.

16 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით 14:00 დან 18:00 საათამდე კასტინგი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება:

• 16 ოქტომბერი - ქუთაისი

• 17 ოქტომბერი - ოზურგეთი

• 18 ოქტომბერი - ბათუმი

• 27 ოქტომბერი - ზუგდიდი

• 28 ოქტომბერი - მესტია

• 30 ოქტომბერი - ონი

• 1 ნოემბერი - თელავი

• 2 ნოემბერი - გორი

• 3 ნოემბერი - ბორჯომი

• 7 ნოემბერი - დუშეთი

• 9 - 10 ნოემბერი - თბილისი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი