ისტორიული სამხედრო საათების უნიკალური კოლექცია და სად შევიძინოთ ისინი

ისტორიული სამხედრო საათების უნიკალური კოლექცია და სად შევიძინოთ ისინი

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" მკითხველებს მორიგ უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - ჟურნალთან ერთად, ისტორიული სამხედრო საათები სპეციალურ ფასად, 15 ლარად გაიყიდება. თითოეული საათი ორიგინალის ზუსტი ანალოგია და ის საკუთარი ისტორიითა და უნიკალურობით გამოირჩევა - მათ შექმნეს ეპოქა და დღემდე ინახავენ ისტორიას, თუ როგორ იქმნებოდნენ და რა დანიშნულება ჰქონდათ მათ სამხედროებისთვის. "არსენალის" ახალ პროექტს მკითხველებში უპრეცედენტო გამოხმაურება მოყვა - ჟურნალთან ერთად გამოსული პირველი სამხედრო საათი თითქმის სრულად გაყიდულია. დეტალებზე პროექტის მენეჯერი გოდერძი ბიბილური გვიყვება:

- მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო გუნდის წევრებს სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე ახლო შეხება გვაქვს სამხედრო თემატიკასთან, სამხედრო საათებით არასდროს დავინტერესებულვართ და არც გვიფიქრია, რომ საათები სამხედროების განუყოფელი აქსესუარი შეიძლებოდა ყოფილიყო. მორიგი სამუშაო შეხვედრისას რამდენიმე პროექტის დაწყების იდეა გაჩნდა, მათ შორის, სამხედრო საათებზეც ჩამოვარდა საუბარი - იდეა მოგვეწონა და სამხედრო საათების ისტორიის შესწავლა დავიწყეთ. პროექტზე მუშაობისას საოცარი ისტორიები შევიტყვეთ და მათი ფართო მასებისთვის გაზიარების სურვილი გაგვიჩნდა - როგორ იქმნებოდნენ და როგორ გამოიყენებდნენ მათ სამხედროები.

- რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ სამხედრო საათები?

- მას შემდეგ რაც საათების ისტორიებს გავეცანით, კრიტერიუმებზე ბევრი არც კი გვიფიქრია, თითოეულ საათს თავისი განსხვავებული ისტორია აქვს, თითოეული საათი განსხვავებულად იქმნებოდა და განსხვავებულ მიზანს ემსახურებოდა - ყოველი მათგანი განსხვავებული მიზეზის გამო არის საინტერესო. შესაბამისად შემიძლია გითხრათ რომ კრიტერიუმი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც საათები შევარჩიეთ, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის რომ "თითოეული მათგანი საინტერესო ისტორიის მატარებელია" .

- რამდენად დიდი გამოხმაურება მოყვა თქვენს იდეას მკითხველებში?

- სამხედრო საათების ისტორიის მკითხველთან გაზიარებამდე, ჩვენს ირგვლივ ყველამ იცოდა აღნიშნული კოლექციის შესახებ, იცოდნენ, რომ პირველი საათი "MARK XI" ჟურნალ "არსენალის" ოქტომბრის ნომერთან ერთად გაიყიდებოდა და მოუთმენლად ელოდნენ მის გამოსვლას. ზოგიერთმა მათგანმა ჩვენი "მოსყიდვაც" კი სცადა, რომ საათი პირველებს მიეღოთ. სწორედ ამ ფაქტმა შეგვიქმნა შთაბეჭდილება, რომ სამხედრო საათებზე დიდი მოთხოვნა იქნებოდა, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - პირველივე დღეს 50-მდე ადამიანმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში საათები აღარ იყო. წინასწარვე ვფიქრობდით, რომ მოთხოვნა ბევრად დიდი იქნებოდა ვიდრე ჩვენს მიერ მიწოდებული საათები, თუმცა საათების 50%-ის პირველივე დღეებში გაყიდვას ნამდვილად არ მოველოდით. დღემდე დაახლოებით 100 საათიღაა დარჩენილი, რომელზეც უამრავი ადამიანი "ნადირობს".

- თუ გაქვთ განსაზღვრული რომელი მოდელის საათი გამოვა ჟურნალის შემდეგ ნომერთან ერთად?

- კოლექციის შემდეგი საათი B-UR-ია, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის დროს გერმანიის საჰაერო ძალების-ლუფტჰაფეს მიერ გამოიყენებოდა, იმის გამო, რომ საათი მცირე რაოდენობით იყო წარმოებული, ის არა ნავიგატორების არამედ ლუფტჰაფეს საკუთრებას წარმოადგენდა, თითოეული ნავიგატორი მისიის დაწყებამდე იღებდა საათს და დასრულებისთანავე უკან აბრუნებდა. ის ჟურნალ "არსენალის" ნოემბრის ნომერთან ერთად გამოვა და მისი შეძენა პრესის გამავრცელებელ ჯიხურებსა და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში იქნება შესაძლებელი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი