როგორ იმგზავროთ ტაქსით საქართველოში სწრაფად და იაფად

როგორ იმგზავროთ ტაქსით საქართველოში სწრაფად და იაფად

ჩვენი ქვეყნის 7 ქალაქში ავტომობილის გამოძახება შესაძლებელია მობილური აპლიკაციით "მაქსიმი: ტაქსის გამოძახება". ეს არის თანამედროვე მეთოდი, რომელიც გაძლევთ საშუალებას, შექმნათ შეკვეთა ოპერატორთან დაკავშირების გარეშე და დაზოგოთ მგზავრობის ღირებულების 30%-მდე.

დღეს უკვე არ არის მიღებული ტაქსის გაჩერება ქუჩაში, ტელეფონით გამოძახება კი ხანდახან მოუხერხებელია. ხმაურიან გარემოში ძალიან ძნელია უკარნახოთ და გააგებინოთ მისამართი ოპერატორს. დღესასწაულებზე ან ცუდ ამინდში უნდა ელოდოთ, როდის გიპასუხებენ ზარზე. ახლა თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორის, რუსთავის, ფოთისა და ქუთაისის მოსახლეობისთვის შესაძლებელია შეკვეთების შექმნა საკუთარი სმარტფონის ეკრანზე რამდენიმე შეხებით, სერვის "მაქსიმის" აპლიკაციაში.

მოდით, განვიხილოთ მისი გამოყენების წესები.

როგორ უნდა დააყენოთ აპლიკაცია

აპლიკაცია "მაქსიმი: ტაქსის გამოძახება" მუშაობს iOS-ის, Android-ის, Windows Phone-ის სმარტფონებსა და პლანშეტებზე. მისი ჩამოტვირთვა შეიძლება ამ პლატფორმებისთვის არსებულ მარკეტებში ან საიტზე taximaximapp.com. აპლიკაციის დაყენების შემდეგ საჭიროა ავტორიზაციის გავლა: მიუთითეთ თქვენი სახელი და მობილური ტელეფონის ნომერი, შემდეგ კი შეიყვანეთ sms-ით მიღებული კოდი.

როგორ უნდა გამოიძახოთ ტაქსი

შეკვეთა იქმნება აპლიკაციის მთავარ გვერდზე. ფორმაში უნდა მიუთითოთ მარშრუტის მისამართები, ავტომობილის მიწოდების დრო, აირჩიოთ ტარიფი და გადახდის მეთოდი. აპლიკაცია დაიანგარიშებს და გაჩვენებთ მგზავრობის ღირებულებას. ფასი არ არის დამოკიდებული გზაში დახარჯულ დროზე და არ შეიცვლება მაშინაც კი, თუ საცობში მოხვდებით.

როდესაც დააჭერთ ღილაკს "გამოძახება", შეკვეთას დაინახავენ თქვენთან ყველაზე ახლოს მყოფი მძღოლები. როგორც კი რომელიმე მათგანი აიღებს ამ შეკვეთას, აპლიკაციაში გამოჩნდება ტაქსის მძღოლის სახელი, მანქანის ნომერი, მარკა და ფერი, რუკაზე კი გამოისახება მისი ადგილმდებარეობა. ტაიმერზე ორიენტირებით, რომელიც აჩვენებს დროს ავტომობილის მოწოდებამდე, ადვილად მიხვდებით, რამდენ ხანში მოვა ავტომობილი.

როგორ შეგიძლიათ დაზოგოთ ფული მგზავრობებზე

მიიღეთ მონაწილეობა სერვისი "მაქსიმის" პრემიალურ პროგრამაში. მოიწვიეთ მეგობრები, რათა მათ გამოიძახონ ტაქსი მობილური სერვისის მეშვეობით და მიიღეთ პრემია თქვენი მგზავრობების ასანაზღაურებლად.

იმისთვის, რომ მოიწვიოთ მეგობარი, გაუგზავნეთ მას თქვენი პერსონალური პრომოკოდი, რომელიც მითითებულია აპლიკაციის მენიუში "პრომოკოდის შეყვანა".

მეგობარი მიიღებს მოწვევას, რომ დააყენოს აპლიკაცია "მაქსიმი: ტაქსის გამოძახება" და გაააქტიუროს პრომოკოდი. აქტივაციის შემდეგ ის მიიღებს 4 პრემიალურ ლარს. ყოველ მოწვეულ მეგობარზე თქვენ მიიღებთ 0,5 პრემიალურ ლარს. შეგიძლიათ დააგროვოთ პრემია და მისი საშუალებით აანაზღაუროთ ტაქსით მგზავრობის ღირებულების 30 %-მდე.

საიტი Ambebi.ge-ს მკითხველები, რომლებიც პირველად დააყენებენ აპლიკაციას, მიიღებენ დამატებით პრემიალურ 4 ლარს, როდესაც გაააქტიურებენ პრომოკოდს MAXIM.

აპლიკაციით "მაქსიმი: ტაქსის გამოძახება" მილიონობით ადამიანი სარგებლობს. ისინი აღიარებენ, რომ ტაქსის გამოძახება მობილური სერვისის საშუალებით უფრო მარტივად და სწრაფად ხდება. ისარგებლეთ აპლიკაციით, რათა გამოიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობები. გამგზავრების დროა!

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი