არ გამოტოვოთ! ხერხემლის შემოწმების უფასო აქცია თქვენი პატარებისთვის

არ გამოტოვოთ! ხერხემლის შემოწმების უფასო აქცია თქვენი პატარებისთვის

ოჯახის მკურნალი აგრძელებს კამპანიას - #შვილებისათვის. 21 და 22 ოქტომბერს, 13:00-იდან 17:00-საათამდე, მობრძანდით თქვენს შვილებთან ერთად გლდანში - „სითი მოლში“, ხიზაბავრის N1 სადაც ორთოპედ-ტრამვატოლოგები ნინო რამიშვილი და სერგო მაღრაძე უფასოდ შეუმოწმებენ თქვენს შვილს ხერხემალს.

დამატებითი კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, ბავშვებს გადაეცემათ 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომლის გამოიყენებასაც შეძლებენ აღნიშნულ ექიმებთან. მის: თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. დიღომი, ჩაჩავას 1.

“როგორც მოგეხსენებათ, "ოჯახის მკურნალმა" სექტემბრის თვიდან დაიწყო აღნიშნული კამპანია, რომლის ფარგლებშიც ჟურნალის ყველა საშემოდგომო ნომერი აქცენტირებულია ბავშვებთან და მოზარდებთან დაკავშირებულ თემებზე. ასევე გაჩნდა იდეა, ჩაგვეტარებინა რამდენიმე აქცია, რომლებიც ითვალისწინებდა ბავშვებისათვის უფასო სამედიცინო შემოწმებას.

პირველი წარმატებული მცდელობიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს სპეციალური აპარატურით შეუმოწმდათ მხედველობა, "ოჯახის მკურნალმა" გადაწყვიტა, ოქტომბერშიც გაიმეოროს მსგავსი აქცია-შემოწმება და სწორედ ამიტომ, პატარებს ვთავაზობთ ხერხემლის უფასო შემოწმებას.

ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი აქციები სამომავლოდაც გაგრძელდება და მშობლებს მეტად დავეხმარებით შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში”- განაცხადა პროექტის მენეჯერმა ანი სირბილაძემ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი