თუ ბავშვი ყოველდღიურად იღებს რძის პროდუქტებს, მისი აზროვნების უნარი და ლოგიკა უფრო ვითარდება

თუ ბავშვი ყოველდღიურად იღებს რძის პროდუქტებს, მისი აზროვნების უნარი და ლოგიკა უფრო ვითარდება

ბავშვის აზროვნების უნარისა და ლოგიკის განვითარებაზე თანამედროვე მშობლები ცოტას არ ფიქრობენ, რადგან ამაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული მომავალში - თუ რამდენად წარმატებული იქნება სკოლაში, როგორ ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს, რა შედეგებს ”დადებს” და რამდენად რეალიზებული იქნება სწავლის დამთავრების შემდეგ. ყველასთვის ცხადია, რომ ამ ყოველივეს ბავშვობიდან უნდა ჩაეყაროს საფუძველი - პატარას სწავლა უნდა შეუყვარდეს, მოტივაცია განუვითარდეს და რასაკვირველია, მის ორგანიზმზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ ტვინმა რაც შეიძლება კარგად იმუშავოს და ჩვენს პატარას ინტელექტი განუვითარდეს.

ბავშვის ტვინისთვის, მისი გონებისთვის, აზროვნებისა და ლოგიკის უნარისთვის აუცილებელია ომეგა 3, რომელიც, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ყოველდღიურად უნდა მიიღო სხვადასხვა პროდუქტის სახით. ბავშვები, რომლებიც მუდმივად იღებენ ამ ძალიან საჭირო ნივთიერებას, 30 პროცენტით უფრო უკეთ აზროვნებენ თანატოლებთან შედარებით - ეს ფაქტი რამდენიმე კვლევამ დაადასტურა.

ბოლო დროს იმის კომფორტიც გაუჩნდათ მშობლებს, რომ ომეგა3-ის და სხვა საჭირო ვიტამინების შემცველი რძის პროდუქტები მოიმარაგონ და დამშვიდებული იყვნენ, რომ შვილებს ჯანსაღად და სწორად კვებავენ. სანტეს ლოკო-მოკო ის პროდუქტია, რომელიც ბევრი სხვა ჯანსაღი, სასარგებლო და ვიტამინებით გაჯერებული ნაწარმისგან განსხვავებით, გემრიელიც არის და ბავშვს არ სჭირდება დაძალება - სიხარულით მიირთმევს.

შეგახსენებთ, ომეგა 3, რომელიც ლოკო-მოკოს რძის ნაწარმს აქვს დამატებული, აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობს, ნერვულ და იმუნურ სისტემას და მხედველობას. ბავშვებს, რომლებსაც აკლიათ ეს ცხიმოვანი მჟავა, ჰიპერაქტიურობითა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი უვითარდებათ.

ომეგა 3 შედის ასევე ზღვის თევზში, თხილეულში, მცენარეულ ზეთსა და ბარდეულში.

sponsored by

ContentRoom

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი