"თიბისი ბანკის" ეგიდით რაგბის ნოემბრის ტესტები გაიმართება

"თიბისი ბანკის" ეგიდით რაგბის ნოემბრის ტესტები გაიმართება

რაგბის ნოემბრის ტესტები, წელს "თიბისი ბანკის" ეგიდით გაიმართება. 2017 წლის საერთაშორისო ტესტ-სერიას "თიბისი რაგბის სერიები" ერქმევა.

აღნიშნული სიახლის შესახებ "თიბისი ბანკის" სივრცეში რაგბის კავშირის პრეზიდენტის გოჩა სვანიძისა და "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ქურდიანის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

"თიბისი რაგბის სერიების" ფარგლებში თბილისში ორი მატჩი გაიმართება. 11 ნოემბერს ბორჯღალოსნები კანადის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" 18:00 საათზე ითამაშებენ. სეზონის ბოლო მატჩს კი ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე 18:00 საათზე გაიმართება. ნოემბერში ბორჯღალოსნები კიდევ ერთ გავსლით მატჩს 18 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გეგმავენ, თუმცა ეს მატჩი "თიბისი რაგბის სერიების" ნაწილი არ არის.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე სიახლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი თანამშრომლობა ორივე მხარეს - ბანკსაც და რაგბისაც წაადგება.

"მსოფლიო რაგბიმ დაუშვა მასპინძელი ქვეყნისთვის შესაძლებლობა, რომ მოიძიონ სპონსორები და მათი სახელობის სერია დაარქვან თამაშებს. ჩვენი სპონსორი "თიბისი ბანკია". იმედს ვიტოვებთ, რომ სხვა კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან მსგავს კამპანიაში. ეს არის ჩვენი დონის გუნდები და ჩვენ სერიის დადებითად დასრულების იმედი გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ თამაშებზე ბევრი გულშემატკივარი მოვა" - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ქურდიანის თქმით, ბანკმა სპონსორობა გადაწყვიტა იმიტომ, რომ რაგბის კავშირს უკვე ორი წელია მხარში უდგას:

"ჩვენ წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი ორი თამაში გველის. "თიბისი ბანკს" გვინდოდა ახალი პარტნიორობის ფორმა შემოგვეტანა, რაც არის სერიების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ ჩვენ დავაფინანსეთ ჯაზ სერიებიც. ეს არის სპონსორობის ახალი ფორმა. ამ ფორმით კონკრეტული თამაშების ბრენდის ქვეშ მოქცევა შეიძლება და ეს საკმაოდ სასარგებლო იქნება როგორც კომპანიისთვის ასევე რაგბისთვის" - განაცხადა ქურდიანმა.

ტესტ-სერიის ბილეთების გაყიდვა 25 ოქტომბერს ონლიან რეჟიმში დაიწყება tkt.ge-ზე. სალაროებში კი გულშემატკივარი ბილეთების შეძენას სამატჩო დღეებამდე 1 კვირით ადრე შეძლებენ.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი