"პაშა ბანკი" საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი გახდა

"პაშა ბანკი" საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი გახდა

"საქართველოს პრო ბონოქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ, საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.

საქართველოს პრო ბონო ქსელის მიზანია კომპანიათა ექსპერტიზის ჩართვა საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებაში. კომპანიებისთვის პრო ბონო სერვისები მათი სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელების ერთ-ერთ ფორმას, კერძოდ კი, თანამშრომელთა მოხალისეობის მოტივაციას წარმოადგენს.

1 ნოემბერს პრო ბონო ქსელის მეორე წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ როგორც ქსელის წევრები, ასევე პარტნიორი და მხარდამჭერი ორგანიზაციები.

შეხვედრაზე განიხილებოდა გასული წლის აქტივობები და თანამშრომლობის მაგალითები. პრეზენტაციები გააკეთეს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა და დამსწრეებს გაუზიარეს ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ წელს კიდევ უფრო გაიზარდა პრო ბონო სელი და იმ ცამეტკ ომპანიას, რომლებიც უკვე იყვნენ ქსელის წევრები, დაემატა კიდევ ოთხი კომპანია:

• პაშ აბანკი

• ეი პი ემ ტერმინალს ფოთი

• Georgian Progress Group

• Profit Lab

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: probonogeorgia.ge

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი