სიახლეები, რომლებიც წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე დაგხვდებათ

სიახლეები, რომლებიც წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე დაგხვდებათ

საქართველოში ზამთრის კურორტები დიდი სისწრაფით ვითარდება. იზრდება როგორც მათი რიცხვი, ისე კურორტების ინფრასტრუქტურა, სათხილამურო ტრასების რაოდენობა და ხარისხი, სერვისის დონე. საქართველო ეტაპობრივად იკავებს ადგილს ევროპის პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტებს შორის.

2017-2018 წლის ზამთრის სეზონს კურორტები განსაკუთრებული საიხლეებით ხვდებიან. ვიზიტორების გაზრდილ რაოდენობას თავად კურორტების განვითარებაც შესაბამისად მიჰყვება.

წლევანდელი სიახლეებიდან აღსანიშნავია:

მესტია

• 2017 წლის ზაფხულში დაიწყო მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა. მშენებლობა დასრულდება 2017 წლის ბოლოს. საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6 კაციანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr”-ის ფირმის, რომლის სიგრძე 1200 მეტრი იქნება. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მთას და ცენტრს დააკავშირებს ერთმანეთს.

• მნიშვნელოვანია ისიც, რომ სვანეთში კერძოდ კი: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულში და ლენტეხში აშენდება მცირე ზომის საბაგიროები, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივებში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას.

გუდაური

• გუდაურში მნიშვნელოვნად დაიხვეწა ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი კარგი მაგალითია პროექტი New Gudauri, რომლის განხორციელებაშიც დეველოპერული კომპანია Red-co 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიამ შეისყიდა ახალი გუდაურის 50 ჰა ტერიტორია და ტურისტული უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი გახდა. რედკომ ახალ გუდაურში დაიწყო პატარა ქალაქის აშენება სადაც უკვე დასრულებულია 5 სასტუმროს ტიპის საცოვრებელი სახლი, ფუნქციონირებს კაფე-რესტორნები და ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი სხვადასხვა სახის დასასვენებელი და გასართობი ობიექტები.

• უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად და გუდაურის განვითარებისთვის წელს ახალ გუდაურში Red-co გახსნის სამორინეს CASINO GUDAURI.

• 2019 წელს გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blu Mountain Resort Gudauri გაჩნდება, რომელსაც ასევე კომპანია Red-Co აშენებს.

ბაკურიანი

• ინფრასტუქტურა მნიშვნელოვნად განვითარდა ბაკურიანში. აქ რედკომ უკვე გახნააპარტოტელი The Valley, Bakuriani, რომელიც მდებარეობს ბაკურიანის ყველაზე განვითარებულ ნაწილში, დიდველის ტერიტორიაზე, გონდოლას საბაგირო გზასთან. აპარტოტელი მუშაობს 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად. აქვე, ახალ სეზონზე რედკო თავის ახალ რესტორანში ეპატიჟება სტუმრებს.

• პირველად, ბაკურიანის ისტორიაში გაკეთდა კოხტა-მიტარბის გადასასვლელი სათხილამურო გზა.

• კურორტ მიტარბს დაემატა რამდენიმე ახალი სათხილამურო გზა.

• ბაკურიანში, კინოთეატრ "დიდველში" მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე. სადაც საშუალება ექნება მომხმარებელს გაიგოს ყველა ის სიახლე რაც ბაკურიანს უკავშირდება.

• მესტიას, ბაკურიანსა და გუდაურს დაემატა სამაშველო ჯიხურები და საპირფარეშოები.

• კურორტ გოდერძის დაემატება ორი მცირე ზომის საბაგირო, მოწყობა საბავშვო არეალი.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩატარებაზე განაცხადი გააკეთა. თუ საქართველო მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებას 25 ათასი ადამიანი ჩამოვა, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ზამთრის სპორტის სახეობების პოპულარიზაციას, ასევე ვიზიტორების ზრდას.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი