როგორ აქცია ახალგაზრდა დედამ გემრიელი ჰობი ბიზნესად - სტარტაპი "ტკბილი გალერეა"

როგორ აქცია ახალგაზრდა დედამ გემრიელი ჰობი ბიზნესად - სტარტაპი "ტკბილი გალერეა"

"სადღესასწაულო ტკბილეულის შექმნის იდეა 2 წლის წინ გამიჩნდა, როდესაც მოვინდომე ჩემი ერთი წლის გოგონას პირველი დაბადების დღისათვის რაიმე განსაკუთრებული ტკბილეული მომეძებნა. თუმცა, ადეკვატურ ფასად შეასბამისი მომსახურება ვერ ვიპოვე და გადავწყვიტე, ტკბილეული თავად შემექმნა" - ასე იხსენებს სტარტაპის "ტკბილი გალერეას" შექმნას ახალგაზრდა დედა და სტარტაპერი ეკა ექვთიმიშვილი.

ქართულ ბაზარზე ტკბილეულის დიდი არჩევანია, თუმცა გემრიელი და ლამაზი დესერტის მოძიება ადეკვატურ ფასად საკმაოდ რთულია. სწორედ ამ სეგმენტის შევსება სცადა სტარტაპმა და მისი საქმიანობა საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა. სტარტაპის მთავარ მიზანს სლოგანიც ასახავს: "გემრიელი უნდა იყოს ლამაზი".

"დესერტების მომზადებაში გამოცდილებაც მქონდა. მოვამზადე პრინცესების თემაზე მთლიანი "ქენდი ბარი". მოგვიანებით რამდენიმე ახლობლის ბავშვის იუბილეც გავაფორმე და მალევე დამებადა კითხვა: რატომ არა სხვებისთვის? გვერდი გავაკეთე "ფეისბუქზე", სადაც განვათავსე უკვე გაკეთებული ტკბილეულის ფოტოები და პირველი მომხმარებლებიც გამოჩნდნენ. თემები ძალიან მრავალფეროვანი იყო და ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა" - იხსენებს ეკა.

"ჩვენი პროდუქტის ხარისხი ყოველთვის მაღალია. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ქართული რეალობა, რომ მომხმარებელის გარკვეული ნაწილი ირჩევს შედარებით დაბალფასიან პროდუქციას, თუმცა ჩვენი ორიენტირი ფასი არ არის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ხარისხინი პროდუქციის წარმოებას ხარისხიანი ნედლეული სჭირდება, რომელიც იაფი ნამდვილად არ არის. ამის გარდა ჩვენი პროდუქტი არის უნიკალური თავისი შინაარსით, ამ ტკბილეულით ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი ინდივიდუალიზმი, გაშალოს ფანტაზია და მოიშოროს საზღვრები, ჩვეულებრივი დღეები აქციოს არაჩვეულებრივად და შექმნას ახლებური დღესასწაულის პრეცედენტი ჩვენი დახმარებით, რომლითაც ერთდროულად შეძლებს გააოცოს, გაანებივროს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქოს მისთვის ძვირფას ადამიანებს," - განმარტავს ახალგაზრდა სტარტაპერი.

სტარტაპს წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვნად დაეხმარა "თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერში" მონაწილეობა. ეკას საწყის ეტაპზე არც საჭირო რაოდენობის თანხა ჰქონდა, რომ ბიზნესი სათანადოდ განევითარებინა.

"პროდუქციის თავდაპირველი გაპიარება და პირველი მომხმარებლების მოძიება ხდებოდა ინტენეტით. ამასობაში გარკვეული თანხების დაგვიგროვდა, თუმცა ბიზნესობიექტის გასახსნელად საკმარისი არ იყო. სწორედ ამ დროს შევიტყვე პროგრამა "სტარტაპერის" შესახებ და ჩავთვალე, რომ ზუსტად ეს იყო ის, რაც ჩემს იდეას უკვე ნამდვილ ბიზნესად აქცევდა და ახალ ჰორიზონტებს დამანახებდა," - ამბობს სტარტაპერი.

ეკა ექვთიმიშვილი ყველას ურჩევს, მაქსიმალურად განავითარონ საკუთარი იდეები. "გამოდით კომფორტის ზონიდან, არ შეგაშინოთ სირთულეებმა და დაბრკოლებებმა," - მოუწოდებს ის დამწყებ ბიზნესმენებს.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი