10:58 / 14-11-2017
Kimbi – 3 ათასი ლარის მარტივად მიღების საშუალება
საქართველოში, სამომხმარებლო სესხების მიღება არაერთ ფინანსურ ორგანიზაციაში გახლავთ შესაძლებელი, თუმცა, მომხმარებლის კომფორტს, სურვილებსა და საჭიროებებს ყველა მათგანი ვერ ერგება.

აღნიშნული გარემოება გახდა შთაგონების წყარო საერთაშორისო კომპანია 4finance -სთვის და 2017 წლის ოქტომბერში, მან ქართულ საზოგადოებას შესთავაზა ახალი, მაქსიმალურად მოქნილი ბრენდი KIMBI –ს სახით.

Kimbi გახლავთ ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 500 -დან 3 000 ლარამდე ოდენობის სამომხმარებლო სესხებს.



რა უპირატესობები აქვს Kimbi-ს?


მობილურობა -აქ სამომხმარებლო სესხები გაიცემა ონლაინ რეჟიმში. თანხის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან, რადგან სესხთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ხორციელდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტის საშუალებით, როგორც კომპიუტერით ასევე მობილური ტელეფონითაც.
სიმარტივე - Kimbi -ში სესხის მისაღებად საკმარისია ონლაინ განაცხადის შევსება, რომელიც სამ უმარტივეს პროცედურას მოიცავს. ფულის მისაღებად არ არის საჭირო არანაირი დოკუმენტი. პროცედურებს შორის არ არის რთულად აღსაქმელი წესების გააზრების აუცილებლობა და დამაბნეველი ინფორმაციის შემცველი ეტაპები.



სისწრაფე - ონლაინ განაცხადის გაკეთების შემდეგ, Kimbi –ს სესხის დამტკიცებას სჭირდება სულ რაღაც 10 წუთი. მომხმარებლის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის დარიცხვა კი მომენტალურად ხდება.
ხელმისაწვდომობა - Kimbi.ge -ში სესხის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არის 20 -დან 60 წლამდე ასაკის და აქვს ვალის გადახდის უნარი. Kimbige -ს სამომხმარებლო სესხები გაიცემა გირაოს, უზრუნველყოფის, თავდებისა და თანამსესხებლის გარეშე. სესხის მისაღებად არ არის საჭირო დოკუმენტების ან მათი ასლების შეგროვება და წარდგენა.
სანდოობა - Kimbi.ge -ს არ გააჩნია არანაირი ფარული ხარჯი.
ყველა პროცედურა არის გამჭირვალე. გარდა ამისა, კანონით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით არის დაცული ყველა ტიპის კონფიდენციალური ინფორმაცია.
უსაფრთხოება - Kimbi –ს ვებგვერდი აღჭურვილია უმაღლესი დონის თავდაცვის მექანიზმებით. გააჩნია ე.წ. Bank Level Safety (ბანკის დონის უსაფრთხოება), რაც ნებისმიერი კიბერ -საფრთხისგან, მაქსიმალურად იცავს როგორც თავად Kimbi -ს ასევე მის თითოეულ მომხმარებელსაც.



მაღალი სტანდარტები - 4finance გახლავთ მსოფლიოს 20 -მდე ქვეყანაში წარმოდგენილი საერთაშორისო კომპანია. მის პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება და აღნიშნული პრიორიტეტი 4finance -ის ყველა ბრენდზე ვრცელდება. გამონაკლისს, არ წარმოადგენს არც Kimbi.
და რა თქმა უნდა, kimbige-ს ღირსებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მთავარი გახლავთ სესხის დაფარვისთვის გამოყოფილი ხანგრძლივი პერიოდი.

სწორედ ხანგრძლივი პერიოდი ქმნის, სესხის დასაფარად, ყოველთვიური შენატანის ოდენობის შემცირების შესაძლებლობას. ეს კი, მსესხებლისთვის ვალის გადახდის პროცესს უფრო ამსუბუქებს და ამარტივებს.

Kimbi -ს წესების თანახმად, მსესხებელს, სამომხმარებლო სესხის აღება შეუძლია 3 -დან 24 თვემდე პერიოდით.
სესხის დასაფარად გამოყოფილი დროის ხანგრძლივობას კი საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით, თავად მომხმარებელი ირჩევს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 4finance -ს ბრენდი Kimbi უკვე არსებობს, წარმატებით ფუნქციონირებს და პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

მსოფლიოს ფინანსურ ბაზარზე უკვე იყო: Kimbiლატვია, Kimbiჩეხეთი და Kimbiსომხეთი, როდესაც 2017 წლის ოქტომბერში ამ სიას Kimbiსაქართველოც შეემატა.

R
ტეგები:
22:37 / 14-11-2017
gola
0
საერთოდ უნდა გაუქმდეს ეს მიკრო საფინანსო დაონლაინორგანიზაციები ხალხს უფსკრულისაკენ მიაქანებენ...მათი პრობლემური აქტივების ბიუროები/კანტორები/ხომ საერთოდ...გ ა ა უ ქ მ ე თ....
11:34 / 14-11-2017
tata
0
თქვენ ანკესსზე ძირითადად ახალგაზრდები ეგებიან, მერე მშობლების თავში სახლელია თქვენი პრიცენტები. ახალგაზრდას რომ აძლევთ სესხს მშობელიც ჩააყენეთ საქმის კურსში, თუ არა მაშინ ნუღარ ურეკავთ მშობლებს, შვილები რომ ვეღარ იხდიან თქვენს ვალებს.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
09:36 / 20-11-2017  Image სენსაციური აქცია Jeep Grand Cherokee – 99’000 ლარად !+ ყველაფერი უფასოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე!
Jeep -ის ცენტრში ნამდვილი Jeep -ის შეძენისას ავტომობილის მომსახურებას მიიღებთ აბსოლუტურად უფასოდ სრულ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49