2018 წლის საახალწლო დეკორაციების ტენდენციები - სად შევიძინოთ ყველაზე მოდური აქსესუარები

2018 წლის საახალწლო დეკორაციების ტენდენციები - სად შევიძინოთ ყველაზე მოდური აქსესუარები

როგორც ცნობილია, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2018 წელს ყვითელი ძაღლის წელი გვესტუმრება. შესაბამისად, რადგან ძაღლი მეგობრული, მზრუნველი, ერთგული და წესრიგის მოყვარული არსებაა, მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, რომ წლის "გმირს" სათანადოდ მომზადებული დავხდეთ და სახლიც სადღესასწაულოდ მორთული დავახვედროთ.

ამისათვის კი უნდა ვიცოდეთ, თუ როგორი აქსესუარებია მოდური მსოფლიოში 2018 წლისთვის, ასევე როგორი ფორმის, ფერის და რომელი მასალით დამზადებული სათამაშოები გამოვიყენოთ.

ყვითელი ძაღლის წელიწადი გვაძლევს არჩევანის საშუალებას გამოვიყენოთ ნაძვის ხის მოსართავად ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ქარვისფერი, ყვითელი, წითელი, ფორთოხლისფერი სათამაშოები. რაც შეეხება მასალას, რისგანაც უნდა იყოს საახალწლო აქსესუარები დამზადებული - 2018 წლისთვის საუკეთესო და მოდურ ტრენდად ითვლება ბუნებრივი მასალით შექმნილი სათამაშოები, მაგ: ხის, ტყავის, ჩალის მასალიგან დამზადებული აქსესუარები. ასევე, წელს რეკომენდირებულია სხვადასხვა ფორმისა და ზომის მინის ბურთები და კერამიკის სათამაშოები.

ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ მორთოთ სახლი და საახალწლო ნაძვის ხე ისე, რომ სადღესასწაულოდ საუკეთესო განწყობა შექმნათ. თუმცა, აუცილებელია იმის ცოდნაც, სად შეგიძლიათ 2018 წლის ყველაზე ტრენდული დეკორატიული ნივთების შეძენა. მათ, ვინც საახალწლოდ უპირატესობას მოდურ აქსესუარებსა და მაღალ ხარისხს ანიჭებს, წელს ყველაზე ფართო არჩევანს წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" სთავაზობს. უმაღლესი ხარისხის გერმანული და ჰოლანდიური აქსესუარების შეძენა ექსკლუზიურად, მხოლოდ "ბიბლუსის" ფილიალებში არის შესაძლებელი. აქ შეხვდებით, როგორც ნაძვის ხის მოსართავ სათამაშოებს, ასევე საახალწლოდ გაფორმებულ სახლის დეკორატიული ნივთების ძალიან დიდ არჩევანს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ როცა წინასწარ ზუსტად იცი, სად უნდა მიხვიდე სასურველი ნივთების შესაძენად, ძვირფასი დროც გეზოგება და აღარ გიწევს ზედმეტი ფიქრი იმაზე, როგორ დახვდე ღირსეულად და მოდურად 2018 წელს. ამ კუთხით კი საახალწლო აქსესუარებისთვის "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში სტუმრობა, ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი