სათამაშო გუნდა - ის, რაზეც წლები ოცნებობდით, უკვე ხელმისაწვდომია

სათამაშო გუნდა - ის, რაზეც წლები ოცნებობდით, უკვე ხელმისაწვდომია

"გუნდა, გუნდა, თოვლის გუნდა, მეთამაშოს, ვისაც უნდა..." - ქართული მულტფილმის უკვდავი გმირი გუნდა გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გააცოცხლა. ალბათ, არ არსებობს ბავშვი, რომელსაც მულტფილმი "თოვლის გუნდა" უნახავს და ასეთი ქუნქულა გუნდის ქონაზე არ უოცნებია. წლების წინ ეს აუხდენელი ოცნება იყო უამრავი პატარასთვის, ახლა კი ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მაღაზიის დახლებზე მალე გამოჩნდება ფუმფულა სათამაშო გუნდა. "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა მისი 2 სხვადასხვა ზომა შეექმნა. პატარა ზომის გუნდა უკვე გაყიდვაშია და მისი ფასი 16,95 ლარია.

"ჩვენ პატარა მკითხველებს ყოველთვის საინტერესო შეთავაზებებით ვანებივრებთ. ბევრ ახალს ვქმნით, ბევრს უცხოურს ვიღებთ და ვთარგმნით. პარალელურად, ქართველი პერსონაჟების პოპულარიზაციაც გადავწყვიტეთ. გუნდას პროექტის ფარგლებში უკვე გვაქვს გამოცემული არაერთი წიგნი, სასკოლო ნაკრები და თემატური ყუთი. მათ შორის 10 წიგნი გუნდაზე, რომლებშიც გმირის ისტორიებია მოთხრობილი, ფაზლიანი წიგნი - "გუნდა ცირკში", რბილ ყდაში ჩასმული წიგნი, სახელად "თოვლის გუნდა მეგობარს დაეძებს", ასევე, გუნდას ფორმის წიგნი "თოვლის შვილიშვილი"," - განმარტავს "პალიტრა L-ის" პროექტის მენეჯერი ელისო რეხვიაშვილი.

გამომცემლობა გუნდას პერსონაჟთან დაკავშირებული პროდუქტების გამოცემას სამომავლოდაც აპირებს. უკვე გაყიდვაშია ახალი ნაკრები "დაბადების დღე თოვლის გუნდასთან ერთად". ეს არის ყუთი, რომელშიც მოთავსდებულია წიგნი ისტორიით, თუ როგორ გადაიხადა გუნდამ დაბადების დღე და დაბადების დღის უამრავი აქსესუარი, მათ შორის, კედლისა და მაგიდის გასაფორმებლები. მუშაობა მიდის გუნდას დიზაინის ჭიქაზეც. მომავალი წლიდან გამოვა გუნდას მემო თამაშიც.

"გუნდას პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ თითოეული დეტალი ქართველების მიერ იქმნება. თუ საბავშვო წიგნების უმეტესობის შემთხვევაში, ჩვენ გამოცემის უფლებას ვიღებთ და არსებულ პროდუქციას ქართულად ვთარგმნით, ამ შემთხვევაში ყველაფერს ჩვენ ვქმნით. ისტორიებზე მუშაობენ ქართველი საბავშვო ავტორები, წიგნის ან პროდუქტის სპეციფიკას, სტილს, დიზაინსა და ყველა სხვა დეტალს თავად ვამუშავებთ და გამოვცემთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტია. უამრავ საერთაშორისო გმირთან ერთად, ქართველებს საყვარელი ქართველი პერსონაჟიც ჰყავთ," - განმარტავს ელისო რეხვიაშვილი.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი