„ნოკია“ სმარტფონების სამყაროში დაბრუნდა - ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ტელეფონები ბაზარზე რამდენიმე თვეა გამოჩნდა

„ნოკია“ სმარტფონების სამყაროში დაბრუნდა - ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ტელეფონები ბაზარზე რამდენიმე თვეა გამოჩნდა

მას შემდეგ რაც გასულ წელს ფინურმა გიგანტმა HMD Global-მა საკუთარი ბრენდი დაიბრუნა, ახალი მობილური დივიზიის წარმოება დაიწყო და შედეგად, 2017 წლიდან Nokia-ს ბრენდის ქვეშ სმარტფონები კვლავ გამოჩნდა ბაზარზე.

საქართველოში Nokia -ს განახლებული სმარტფონების გაყიდვები რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, მაისიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილია მხოლოდ: Nokia 3, Nokia 5, Nokia 6 და Nokia 8. თითოეული სმარტფონი ანდროიდის სისტემაზე მუშაობს.

რაც შეეხება მონაცემებს, Nokia 3-ს 5-ინჩიანი HD ეკრანი, 2 გეგაბაიტი ოპერატიული და 16 გეგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს. სმარტფონი აღჭურვილია 8 მეგაპიქსელიანი მთავარი და წინა (სელფი) კამერით, რომელსაც განათებაც აქვს, რაც სიბნელეში ნათელი სურათების გადაღებაში გვეხმარება. Nokia3 -ის ღირებულება საქართველოში 405 ლარია.

Nokia 5 სმარტფონი იმ მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც პრემიუმ დონის სმარტფონის ხელმისაწვდომ ფასად შეძენა სურთ. მისი ფასი 555 ლარია. რაც შეეხება მონაცემებს, მოწყობილობას, 5.2 დიუმიანი ეკრანი, 2 გეგაბაიტი ოპერატიული და 16 გეგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს. 13 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა კი სმარტფონს მოსახერხებელს და ელეგანტურს ხდის. მობილური ტელეფონი 4 ფერშია წარმოდგენილი, ესენია: ვერცხლისფერი, შავი, ლურჯი და სპილენძისფერი.

Nokia 6 კი ბიუჯეტური სმარტფონია და მისი შეძენა 699 ლარად არის შესაძლებელი. მოწყობილობას აქვს 5.5 დიუმიანი ეკრანი, 32 გეგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 3 გეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 16 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა - 84 გრადუსიანი ფართო ხედვის კუთხით, ორმაგი სპიკერი, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი.

აღსანიშნავია, რომ „ნოკიას“ ბრენდის ყველა ზემოთჩამოთვლილი სმარტფონი ბიუჯეტურია, გარდა Nokia 8-ისა, რომელიც მაღალი კლასის სმარტფონებს მიეკუთვნება. მოწყობილობას, რომლის ღირებულებაც - 1470 ლარია, 13-მეგაპიქსელიანი ორმაგი კამერა, 5.3-ინჩიანი ეკრანი და 64 გეგაბაიტიანი შიდა მეხსიერება აქვს. Nokia 8-ს მთავარ კამერას 360 გრადუსიანი ხმის ჩაწერის შესაძლებლობით შეუძლია გადაღება. მობილური ტელეფონი ოთხ ფერშია წარმოდგენილი, ესენია: პრიალა სპილენძისფერი, ლურჯი, გლუვი ლურჯი და გლუვი ფოლადისფერი.

სმარტფონების შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი. მათი ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში სავაჭრო სახლი „გოლეთიანია“, რომელიც უკვე 20 წელია, რაც Nokia -ს ოფიციალური პარტნიორია. შესაბამისად, მთავარია მომხმარებელმა შეიძინოს ტელეფონი „გოლეთიანის ჰოლოგრამით“. „ნოკიას“ ბრენდის მობილური ტელეფონების შეძენა მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ მაღაზიაში www.goletiani.ge-ც შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ მალე „ნოკიას“ სმარტფონებს კიდევ ერთი ანდროიდის სისტემაზე მომუშავე მოწყობილობა - Nokia 2 დაემატება. ეს არის დაბალბიუჯეტიანი სმარტფონი ძლიერი ბატარეით. ზუსტად სიცოცხლისუნარიანობაა აღნიშნული სმარტფონის ძლიერი მხარე, რადგან Nokia-მ ის 4100 მილიამპერიანი ბატარეით აღჭურვა, რომელმაც 2 სრული დღე ადვილად უნდა გაძლოს. ამას დამატებული სპეციალურად ამ მოწყობილობისთვის შეიქმნა Snapdragon 212 ენერგოეფექტური პროცესორი, რის ხარჯზეც ოპერაციები ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე სრულდება. სმარტფონის უკან 8 მეგაპიქსელიანი გაფართოების, ავტოფოკუსის მქონე კამერაა განთავსებული LED განათებასთან ერთად, წინ კი 5 მეგაპიქსელიანი დაბლოკილ-ფოკუსიანი სელფის კამერა. აღსანიშნავია ისიც, რომ სმარტფონი IP52 სტანდარტითაა დაცული შხეფებისგან, თუმცა არა წყლის წინაშე.

შეგახსენებთ, რომ „ნოკია“ 2012 წელს ოფიციალურად შეისყიდა „მაიკროსოფტმა“, თუმცა ლუმიას სმარტფონების წარმოება წარუმატებელი პროექტი აღმოჩნდა. 2017-წლამდე სწორედ „მაიკროსოფტი“ უშვებდა ე.წ. ლუმიებს, რომლებიც ვინდოუსის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობდა. თუმცა, გასულ წელს ფინურმა კომპანიამ HMD Global-მა თავისი ბრენდი უკან დაიბრუნა და 2017 წლიდან „ნოკიას“ ტელეფონებს ისევ ფინური კომპანია უშვებს.

თაია არდოტელი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი