ქართული ღვინის ეტიკეტი პოლონურ - ENOEXPO-ზე ხელოვნების ნიმუშად აღიარეს

ქართული ღვინის ეტიკეტი პოლონურ - ENOEXPO-ზე ხელოვნების ნიმუშად აღიარეს

კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე - ENOEXPO -ზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 170-მაკომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ქართულმა მწარმოებლებმაც.

ENOEXPO-ს "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია მასალები, რომლებიც ღვინის ინდუსტრიაში პრომოუშენის, მარკეტინგული ხერხებისა და ზოგადად შეფუთვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

დიზაინერული გაფორმებისა და მარკეტინგში ახალი მიდგომების ეტალონად წარმოდგენილ ნიმუშებს შორის ქართული კომპანია „მარნისკარის“პროდუქცია პირველ ადგილზეა წარმოდგენილი. ეტიკეტი, რომლითაც ევროპელი მომხმარებელი მოიხიბლა საქართველოში, კომპანია "კოლორპაკშია“ დაბეჭდილი.

პუბლიკაციის მთავარ ფოტოდ ავტორს "მარნისკარის“ ოთხი ბოთლი აქვს გამოფენილი და სხვადასხვა ქვეყნის პროდუქტთან ერთად მათ ხელოვნების ნიმუშს უწოდებს:

"რა თქმა უნდა, ღვინის ხარისხზე მისი შეფუთვის მიხედვით მსჯელობა არ არის ბოლომდე გამართლებული, თუმცა ENOEXPO-ზე წარმოდგენილი პროდუქტებიდან ზოგიერთი მართლაც ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. ეს კი ღვინის გაყიდვებზე ძალიან კარგ გავლენას ახდენს", - წერს პოლონელი ჟურნალისტი.

ორმაგად გასახარი ფაქტია, რომ ევროპულ დონეზე ხელოვნების ნიმუშად აღიარებული ეტიკეტი საქართველოში, „"კოლორპაკშია“ წარმოებული. ეს კი სხვა ღვინის მწარმოებლებსაც აძლევს შესაძლებლობას,  საკუთარი ხელოვნების ნიმუშები შექმნან და დაიწყონ მსოფლიოს დაპყრობა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი