საახალწლო სამზადისი ვერონაში

საახალწლო სამზადისი ვერონაში

იტალიური ავეჯის სახლი "ვერონა" საახალწლოდ, გემოვნებიან და ერთგულ მომხმარებელს მორიგ სიურპრიზს უმზადებს:

სექტემბის თვეში "ვერონამ" პრემიალური კლასის იტალიური ავეჯის ფართო ასორტიმენტი კიდევ უფრო გააფართოვა და საზოგადოებას ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი, კლასიკური სტილის ავეჯი წარუდგინა. იმისთვის, რომ მომხმარებელს კლასიკის მნიშვნელობა და გავლენა სრულად აღექვა, ავეჯსის სახლმა შოურუმიც განაახლა და შესაბამის ხელწერას მოარგო. წლის დასაწყისში ვერონას შოურუმში სამზარეულოს ავეჯისა და ტექნიკის წარმოდგენის შემდეგ, "ვერონას" მომხმარებლის არც ეს მოთხოვნა დარჩა დაკმაყოფილების გარეშე, ხოლო შემოდგომიდან შემკვეთთა რიცხვს კლასიკის მოყვარულებიც შეუერთდნენ.

ახლა "ვერონას" წინასაახალწლო სამზადისი უდგას. როგორც ავეჯის სახლში აცხადებენ, დამდეგ ახალ წელს უფრო მეტ მომხმარებელს ელიან. ეს ყოველივე კი კლასიკური ავეჯის ხაზის დამატებამ განაპირობა, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან. ვინაიდან "ვერონას" კმაყოფილი შემძენი არასდროს აკლია, ამის მიზეზი ხარისხიან პროდუქციასა და ადეკვატურ ფასებში უნდა ვეძებოთ.

როგორც ცნობილია, "ვერონაში" წინასაახალწლო გაყიდვების უდიდესი ნაწილი შეკვეთებით ხდება, რა დროსაც დაინტერესებული მომხმარებლები პირდაპირ იტალიური ქარხნიდან უკვეთავენ ავეჯს, ხოლო ჩამოტანასა და ადგილზე ტრანსპორტირებას ავეჯის სახლი თავად უზრუნველყოფს.

ვინაიდან, ახალი წლის აღნიშვნა ოჯახებში ტრადიციულად განახლებული ავეჯით ურჩევნიათ, შეკვეთების რიცხვი კიდევ უფრო მატულობს. ამის გათვალისწინებით, "ვერონამ" ყველა მოთხოვნადი მოდელი იტალიური ქარხნებიდან წინასწარ უკვე გამოიწერა და მომხმარებლებს შესთავაზა სერვისი - დაჯავშნონ გზაში მყოფი წამყვანი ბრენდების სხვადასხვა ფერისა და კონფიგურაციის მოდელები. ასეთ შემთხვევაში, ისინი ნამდვილად მიიღებენ ავეჯს წინასაახალწლოდ.

ვინაიდან ახალი წელი სიურპრიზებისა და საჩუქრების გარეშე არ არსებობს, "ვერონა" ტრადიციას არც ახლა ღალატობს და მომხმარებლებს, რომლებიც გზაში მყოფ ავეჯს დაჯავშნიან, სპეციალური და ინდივიდუალური ფასდაკლებებით გაახარებს. ავეჯის სახლი განვლილ 2017 წელს წარმატებულად აფასებს და კვლავ მადლობას უხდის მომხმარებლებს ერთგულებისთვის.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი