აჭარა ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი

აჭარა ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "TT WARSAV" მონაწილეობს. საქართველოს, კერძოდ კი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს დეპარტამენტის წარმომადგენლები პოლონეთში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად უწევს პოპულარიზაციას.

ვარშავის ტურისტული გამოფენა ერთი-ერთი მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 40-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ორგანიზაცია მონაწილეობს. წელს, ვარშავის გამოფენა პოზნანისა და კატოვიცეს გამოფენების შემდეგ მესამე ტურისტული გამოფენაა პოლონეთში, სადაც აჭარის ტურისტული პოტენციალია წარდგენილი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პოლონეთში აჭარის პოპულარიზაციას გამოფენებში მონაწილეობის გარდა სხვადასხვა ღონისძიებებით გაუწია რეკლამირება, რაც გარე რეკლამას, ინფო-პრესტურებსა და აქტიურ ინტერნეტრეკლამას ითვალისწინებდა.

2017 წელს, დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 24 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორის ფრანქფურტის, ლონდონის, ბერლინის, ტოკიოს, ტალინის, თელავივის, ვილნიუსის, მინსკის, ბაქოს, კიევის, სტამბოლის, ალმათისა და რიგის ტურისტული გამოფენები. შემდეგ კვირაში, დეპარტამენტი რეგიონს უკვე ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწევს პოპულარიზაციას, რითიც გამოფენებში მონაწილეობა მიმდინარე წლისთვის დასრულდება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი