მონოლით ჯგუფის ბინა, საახალწლო საჩუქრით და უნიკალური გადახდის პირობით!

მონოლით ჯგუფის ბინა, საახალწლო საჩუქრით და უნიკალური გადახდის პირობით!

სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ საახალწლო აქციას იწყებს - თუ ბინის შეძენას აპირებთ და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ რომელ სამშენებლო კომპანიას მიმართოთ, მაშინ „მონოლით ჯგუფის“ საახალწლო შეთავაზება თქვენთვისაა - 15 იანვრამდე, Monolith Residence Ortachala-ს კომპლექსში ბინის შეძენის შემთხვევაში, სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ დაგასაჩუქრებთ ავეჯისა და ტექნიკის 5000 ლარიანი ვაუჩერით, ხოლო სესხის დასაფარად დაბალპროცენტიან, 15 წლამდე ვადის მქონე საბანკო განვადების პირობას შემოგთავაზებთ, რა შემთხვევაშიც ყოველთვიური საბანკო შენატანი 750-800 ლარის ფარგლებში მოგიწევთ. ბინის შესაძენად აუცილებელია ბინის ღირებულების 10%-ანი თანამონაწილეობა, დადასტურებელი შემოსავლების შემთხვევაში, ხოლო დარჩენილ თანხაზე შესაძლებელია მაქსიმუმ 15 წლიანი, დაბალპროცენტიანი განვადების პირობით სარგებლობა. დაუდასტურებული შემოსავლების შემთხვევაში ასევე გაიცემა დაბალპროცენტიანი, მაქსიმუმ 15 წლამდე ვადის მქონე სესხი, რა შემთხვევაშიც ბინის ღირებულების 30%-ანი თანამონაწილეობაა აუცილებელი.

Monolith Residence Ortachala-ს კომპლექსი ძველ თბილისში, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ბეჟან კალანდაძის N3-ში მდებარეობს. კომპლექსი დასრულებულია და ამჟამად უკვე 9 სართულიანი კორპუსის ფასადის სამუშაოები და ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს, ხოლო მიმდინარე წლის დეკემბერში პროექტი სრულად ბარდება.

Monolith Residence Ortachala 9 სართულიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია. ერთი სართული მიწისქვეშა ავტოსადგომს, ერთი სართული საოფისე ფართებს, 8 სართული კი საცხოვრებელ ბინებს უკავია. ბინების თითქმის 85% უკვე გაყიდულია. ასე რომ, კორპუსში დასახლების მსურველებს დიდი დრო აღარ რჩებათ, არჩევანი თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ ბინაზე შეაჩერონ.

კომპლექსის მახასიათებლები და რეკრეაციული ზონა: კომპლექსიდან ულამაზესი ხედი იშლება ძველ თბილისზე, ხოლო ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე სუფთა გარემოშია განთავსებული. კომპლექსს აქვს იზოლირებული სარეკრეაციო ზონა ბავშვებისთვის, სადაც მონტაჟდება სასრიალოები, საქანელა, ეწყობა ქვიშის მოედნები. ამასთანავე კომპლექსი შენდება ძვირფასი საშენი მასალებით, შესაბამისად კორპუსი იქნება ენერგოეფექტური, რაც მობინადრეს კომუნალური ხარჯების 40%-ით დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს, შენობის გარე და შიდა ფასადი მოპირკეთდება ტრავერტინით, კერამოგრანიტით, შენობის კიბეები კი ბაზალტით. კორპუსში მონტაჟდება უმაღლესი კატეგორიის Fuji-ს ლიფტი, თითოეულ ბინაში კი ისმება გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა.

”მონოლით ჯგუფი" არის პროფესიონალთა გუნდი, რომელთა თანამონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენებული და აღდგენილია ეკლესია, სასტუმრო კომპლექსი, მუზეუმი, ბანკები და მრავალი სხვა. წელს კი „მონოლით ჯგუფის“ დაფინანსებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი განხორციელდა - ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, 2016 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული თამარ მეფის ფრესკის და კედლის მხატვრობის სარესტავრაციო, აღდგენით სამუშაოები სწორედ „მონოლით ჯგუფის“ მიერ დაფინანსდა, რათა საქართველოს და ჩვენს მომავალ თაობას საუკუნეების მანძილზე შეუნარჩუნდეს და გადაეცეს უდიდესი და უნიკალური ათასწლოვანი საგანძური - თამარ მეფის ფრესკა და მე-12 საუკუნის უნიკალური კედლის მხატვრობა.

დღეისათვის კომპანიის პორთფელში უკვე სამი დასრულებული და სამი მიმდინარე პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, რაც დამატებით გარანტიებსა და „მონოლით ჯგუფის“ ძლიერ ფინანსურ პლატფორმას გულისხმობს.

ჩვენი ბინები გამოირჩევა ხარისხით და ამის თქმის საშუალებას დასრულებული პროექტები იძლევა”, - აცხადებენ „მონოლით ჯგუფში“.

„მონოლით ჯგუფის“ ხარისხისა და დასრულებული კორპუსების შეფასებისთვის, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მდებარე 21დ კორპუსი, "ნუცუბიძის ტყუპები" და ქავთარაძის N19-ში მდებარე კორპუსები საუკეთესო მაგალითია მათთვის, ვისაც „მონოლით ჯგუფის“ მიერ აშენებულ ბინაში ცხოვრება სურს.

გაყიდვების ოფისის ტელ: 595 99 77 00

www.monolith.ge

თამარ კორკოტაშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი