12:14 / 07-12-2017
ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები ქართულ ბაზარზე - გართობა თუ საწამლავი?
ამბობენ, 21-ე საუკუნის ბავშვების განვითარებას მრავალფეროვანი სათამაშოები განაპირობებსო. თუმცა სარგებლის პარალელურად, სათამაშომ თქვენს პატარას შეიძლება დიდი ზიანიც კი მოუტანოს. ამ მხრივ საქართველოში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, რადგან სათამაშოების ხარისხისა და შემადგენლობის კონტროლი ქვეყანაში არ ხორციელდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" წელს თბილისში შეძენილი 44 სათამაშო გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მათგან 22 DEHP-ით (დი-2-ეთილჰექსილფტალატი) დაბინძურებული აღმოჩნდა. სპეციალისტების მტკიცებით, ეს ნივთიერება ბავშვებში სექსუალური განვითარების პრობლემებს იწვევს, აზიანებს ღვიძლს, თირკმელებს.

აღნიშნული ინფორმაციის გააზრება
მარტივია მშობლებისთვის, თუმცა საკმაოდ რთულია ბავშვებისთვის, რომლებიც ვერაფრით ხვდებიან, რატომ არ შეიძლება მაღაზიის თაროებზე ლამაზად დალაგებული სათამაშოებისა თუ საჩუქრიანი ტკბილეულის, საჭმლის ყიდვა. სათამაშოს ხარისხი განსაკუთრებულად დაბალია ხოლმე სიურპრიზიანი შეფუთვების დროს. მწარმოებლები სარგებლობენ იმ მომენტით, რომ მომხმარებელი რეალურად ვერ ხედავს, თუ რას ყიდულობს.

ამ დროს მნიშვნელოვანია კომპანიებისა და ბრენდების მაღალი სოციალური პასუხსიმგებლობა, რომ საკუთარი მოგების ხარჯზე არ აზარალონ პატარები და მათი ჯანმრთელობის ხარჯზე საკუთარი ბიზნესის ზრდა არ მოახდინონ.

საკითხის მოკვლევისას ერთი განსაკუთრებული სიახლეც აღმოვაჩინეთ. სწორედ აღნიშნული პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, ამერიკული რესტორნების ქსელმა KFC-მ სპეციალურად საახალწლოდ, საბავშვო Surprise Box-ში სათამაშოს ნაცვლად ქართული გამომცემლობის მიერ გამოცემული საბავშვო საშობაო წიგნები მოათავსა.



15 დეკემბრიდან მაღალი ხარისხის საკვებთან ერთად რესტორნის პატარა სტუმრები საჩუქრად წიგნებსაც მიიღებენ. მათ 5 საშობაო წიგნიდან ერთ-ერთის არჩევა შეეძლებათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Surprise Box-ის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომი - 6.2 ლარია, აღნიშნულ ნაკრებში მოთავსებულია საბავშვო მენიუ, რომელსაც ასევე რამდენიმე ალტერნატივა აქვს და საშობაო წიგნი. აღნიშნული სიახლე კი არა მხოლოდ ერთჯერადად, არამედ სამომავლოდაც დადებით ეფექტს მოიტანს. რადგან გაზრდის ბავშვების ხელმისაწვდომობას წიგნზე და მათ წიგნის კითხვის სიყვარულის საწყისებს გაუძლიერებს.

ამიერიდან მშობლებს ბავშვებისთვისთვის სწრაფი კვების რესტორნებში წაყვანაზე უარის თქმა აღარ მოუწევთ, რადგან მათ იქ ნოყიერ საკვებთან ერთად საინტერესო საშობაო ზღაპრები ელოდებათ. KFC-ის Surprise Box 15 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი, ლიმიტირებული რაოდენობით, თბილისში მდებარე ოთხივე რესტორანში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
ასეთ სათამაშოებს მას მერე აკრძალავენ ხოლმე, როცა საკმაოდ ბევრ ზიანს აყენებენ ბავშვებს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49