Neverland Teens-ი - სადღესასწაულო კლუბი მოზარდებისთვის, განსხვავებული, არასტანდარტული დაბადების დღის წვეულებები

Neverland Teens-ი - სადღესასწაულო კლუბი მოზარდებისთვის, განსხვავებული, არასტანდარტული დაბადების დღის წვეულებები

დაბადების დღე - ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, დღე როდესაც თითოეული ჩვენგანი დავიბადეთ. განსაკუთრებით ბავშვები და მოზარდები ელოდებიან მოუთმენლად ამ დღეს მთელი წლის განმავლობაში, კომპანია "ნევერლენდი" კი ერთ-ერთი ცნობილი საბავშვო ბრენდია, რომელიც მუდმივად ზრუნავს მათ განწყობაზე და დაუვიწყარ გართობაზე. წლების განმავლობაში პატარებთან ერთად ვიზრდებით და ვვითარდებით, დღეს კი როდესაც თბილისში ამდენი სადღესასწაულო ცენტრია - ჩვენ მომხმარებელს სრულიად განსხვავებულ გარემოს ვთავაზობვთ.

Neverland Teens-ი ასტრა პარკში - გამორჩეულ გარემოს სთავაზობს ბავშვებს დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად. სპეციალურად სხვადასხვა ასაკის იუბილარებზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, შეჯიბრი კარტინგში სტუმრებთან ერთად (რბოლის ორგანიზება და დაჯილდოების ცერემონიალი), 7 D კინოთეატრი და საბავშვო ანიმაციური ფილმები დაუვიწყარი შეგრძნებებით, კარაოკე, თინეიჯერების საყვარელი DJ Teens-ი, გასართობი თამაშები/აპარატები, ტირი, პინგ-პონგი - ყველაფერი ერთ სივრცეში საკუთარი დაბადების დღის დღესასწაულად გადაქცევისთვის.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთ დაბადების დღის ცენტრში არ არის კომპლექსურად ასეთი განსხვავებული და მრავალფეროვანი აქტივობები. დეკემბრის ბოლომდე კი სიურპრიზები გვექნება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ასე რომ, მათ ვისაც სურს დაუვიწყარი დაბადების დღე, ნევერლენდის გუნდი გელით Neverland Teens-ში.

მისამართი: ჩაჩავას 8, ასტრა პარკი

დაგვიკავშირდით - 571181818

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი