ბენზილორი - სასწრაფო დახმარება ყელის ტკივილის დროს

ბენზილორი - სასწრაფო დახმარება ყელის ტკივილის დროს

სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დავადებები მსოფლიო ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და ბავშვებსა და მოზრდილებში ავადობის უპირველესი მიზეზია. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი ამ დროს არის ყელის ტკივილი, რომელიც ხშირი პრობლემაა ნებისმიერ ასაკში. ადამიანთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ყელის ტკივილს ცივი ამინდი იწვევს, თუმცა მისი მიზეზი შეიძლება იყოს ამინდისგან დამოუკიდებელი ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შემთხვევათა მესამედში ყელის ტკივილის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

ყელის ტკივილი საკმაოდ შემაწუხებელი სიმპტომია, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს: ყლაპვის გაძნელება, დისკომფორტი ყლაპვის დროს, ხმის დაკარგვა, ხველა, სურდო, მაღალი ტემპერატურა და სხვა. 

თანამედროვე მედიცინაში ყელის სამკურნალო უამრავი პრეპარატი არსებობს. ყველაზე მარტივი და სწრაფი ამ შემთხვევაში ყელის საწუწნი ტაბლეტებია. მათი დანიშნულება პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსიდან მიკრობებისა და ვირუსების მოცილებაა, რაც საბოლოო ჯამში აყუჩებს ტკივილს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ყელის საწუწნ აბებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა ბენზილორი - ტაბლეტები ფორთოხლისა და მენთოლის არომატით. 

ბენზილორი - პირის ღრუს და ყელის ადგილობრივი, კომბინირებული საშუალებაა, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი 5 მგ, ბენზოკაინი 5 მგ.მას აქვს კარგად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება, რის შედეგადაც უზრუნველყოფს ტკივილის სწრაფ კუპირებას, ამცირებს ანთებას ყელის მიდამოში, ახდენს გამომწვევი მიზეზის კუპირებას და უზრუნველყოფს კომპლექსურ მკურნალობას. ბენზილორი მიიღება 1 ტაბლეტი გასაწუწნად, გამოყენებათა შორის პერიოდი უნდა იყოს მინიმუმ 2 საათი, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 ტაბლეტს.

ბენზილორი - საუკეთესო არჩევანია ყელის ტკივილისა და ანთებითი პროცესების დროს.

ბენზილორი წარმოებულია ესპანური კომპანია Alcala Farma-ს მიერ.

ნიუ-ჰოსპიტალსის ოტო-რინო-ლარინგოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი წამყვანისპეციალისტი

ბერდია ბერიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი