შეშის ნაცვლად ბრიკეტი - ინოვაცია, რომელსაც მსოფლიო დიდი ხანია ესწრაფვის!

შეშის ნაცვლად ბრიკეტი - ინოვაცია, რომელსაც მსოფლიო დიდი ხანია ესწრაფვის!

საქართველოში გათბობის ახლებური ხედვა ინერგება, ქართულმა კომპანია "კერამ" ე.წ ევრო-შეშის წარმოება დაიწყო. საქართველოსთვის ეს საქმე დროული და საჭიროა. რამ განაპირობა საქართველოში მსგავსი წარმოების შექმნა, რამდენად საინტერესოა ბრიკეტი ქართველი მომხმარებლისთვის და რატომ უნდა ვიყოთ დაინტერესებული მისი შეძენით, გვესაუბრება კომპანიის მენეჯერი ნინა წერეთელი.

ქალბატონო ნინა, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ბრიკეტის წარმოება დაგეწყოთ?

საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 67% საწვავად მხოლოდ შეშას მოიხმარს, რაც მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ტყეებს. ოჯახების მიერ შეშის მოხმარება მნიშვნელოვნად მეტია იმ ოდენობასთან შედარებით, რომლის გაცემაც ჩვენს ტყეებს შეუძლია. გარდა ამისა, ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობთ დიდია საფრთხე დაბინძურებული ჰაერის არსებობის, რაც თავის მხრივ სხვა ფაქტორებთან ერთად განპირობებულია სათბური გაზების ემისიით. 1987-88 წლებიდან ინტენსიურად დაიწყო ხეების ჩეხვა, რამაც ქვეყანა ეკოკატასტროფამდე მიიყვანა. შეშის რესურსი თითქმის იწურება. მალე საქართველოში ტყის ჭრა აიკრძალება. გარდაუვალია ეკოლოგიური კატასტროფის პროცესის და დაბინძურებული ჰაერის საფრთხის შეჩერება, რაც საზოგადოების თითოეული წევრის ვალდებულებაა.

როგორ გადავარჩენთ ქვეყანას დაბინძურებული ჰაერის არსებობისგან და რითი შევაჩერებთ ეკოკატასტროფას?

ბუნებრივ აირზე გათბობას ჰაერში სათბური გაზების ემისია მოჰყვება, რაც ორგანისზმისთვის მავნებელია. უნდა ვიფიქროთ სახლებში ბუნებრივი აირის ნაკლებ ხარჯვაზე. საშეშე მერქნის ჭრით ბუნება ნადგურდება. რაც ახლო მომავალში საშინელ შედეგს მოგვცემს. საჭიროა ვეძებოთ ალტერანატიული წყარო. ეს წყარო უკვე საქართველოშია და მას კომპანია "კერა" გთავაზობთ. ბიომასის ბრიკეტი - შეშის საუკეთესო ალტერნატივაა.

რა არის ბრიკეტი?

ბრიკეტი დაპრესილი, აგურისებური ან ცილინდრული ფორმის მყარი ბიოსაწვავია. იგი მზადდება გამომშრალი ხის ნაფოტების, ნახერხის და სოფლის მეურნეობის ნარჩენებისგან. ბუნებაში არსებული ხე-ტყის ნარჩენებს აქუცმაცებენ. დაქუცმაცებული ბიომასა იწნეხება მაღალი წნევის ქვეშ წებოს და ყოველგვარი სხვა ხელოვნური დანამატების გარეშე და მიიღება ეკოლოგიურად სუფთა ბიო-საწვავი. ის ცვლის შეშას, ბუნებრივ აირს. იძლევა შესამჩნევ ეკონომიას ფინანსური თვალსაზრისით, სხვა საწვავთან შედარებით.

რითი ჯობია ბრიკეტი შეშას?

ტენიანობის შემცველობა ბრიკეტში 8-12 პროცენტია, რის გამოც ის ეფექტურია. ნაკლებია კვამლი და ფერფლი. მაღალი ენერგოსიმჭიდროვის გამო მისი ტრანსპორტირება უფრო იაფი და მარტივია. ბრიკეტების წვისას გამოიყოფა ზუსტად იმდენივე ნახშიროჟანგი, რამდენის შთანთქვის უნარიც ზრდის პროცესში ხეებს შესწევთ. არ არის გარემოსთვის ზიანის მომტანი და ეკოლოგიურად სუფთაა.

როგორ გავთბეთ ბრიკეტით?

ბრიკეტზე გათბობა სისტემურად ასე ეწყობა: შევიძენთ სპეციფიურ ღუმელს, ღუმელიდან მილების საშუალებით წყალი ოთახებში დამონტაჟებულ რადიატორებში ნაწილდება და თბება. იქ სადაც უკვე არის ბუნებრივ აირზე მოწყობილი ე.წ ცენტრალური გათბობა, შესაძლებელია, მოხდეს მისი ბრიკეტის წვაზე გადართვა.

ბრიკეტი გამოიყენება სპეციალური ენერგოეფექტური, პიროლიზური ღუმელების საშუალებით ხდება. პიროლიზურ ღუმელებს სპეციფიურად მოწყობილი წვის კამერები აქვთ, რითაც ავირიდებთ ჰაერის მასების დაბინძურებას.მომსახურების მთლიან კომპლექტს, ღუმელებს, მონტაჟს, ბრიკეტით მომარაგებას კომპანია "კერა" უზრუნველყოს. კომპანიის საგარანტიო ვადა 2 წელია.

ბრიკეტის გამოყენება შესაძლებელია საოხაჯო ტიპის ღუმელებშიც. იდელური ვარიანტია აგარაკების გათბობისთვის.

როგორია მსოფლიო გამოცდილება, ბრიკეტს რომელი ქვეყნები იყენებენ ?

მსოფლიოში ბრიკეტის წარმოება და გამოყენება გასული საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი აქტიური მომხმარებელია აშშ, ევროპა და პოსტსაბჭოური ქვეყნებიც. ევროკავშირს 2030 წლამდე ამ განახლებადი ენერგიის მაქსიმალურად დანერგვის ვალდებულება აქვს აღებული.

საქართველოში უკვე თუ სარგებლობენ თქვენი კომპანიის მომსახურებით?

წარმოების დღიდან გვყავს მომხმარებელი. ჩვენ ვემსახურებით საჯარო დაწესებულებებს, სკოლებს, ბაღებს. მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის საჯარო სკოლა. იქ ჩვენი საპილოტე პროგრამა გვქონდა და უსასყიდლოდ დავამონტაჟეთ ცენტრალური გათბობის სისტემა, რომელიც პიროლიზურ ღუმელებზე ფუნქციონირებს და კომპანია "კერას" მიერ წამოებული ქართული ბიოსაწვავით - ბრიკეტით მუშაობს.

ცივი ზამთარი -თბილი კერა, კომპანია "კერას" ინოვაციური ნაბიჯი. დაგვიკავშირდით და მოგემსახურებათ ჩვენი კომპანიის პროფესიონალთა გუნდი.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი