როგორ დავსაქმდეთ მარტივად და სწრაფად

როგორ დავსაქმდეთ მარტივად და სწრაფად

დღეს მსოფლიოს ცნობილი და წარმატებული კომპანიები მუდმივად ცდილობენ, თანამშრომლებისთვის მუშაობა მაქსიმალურად კომფორტული და ნაკლებად სტრესული გახადონ. ამასთან სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ონლაინსამსახური, რომელსაც სხვა ნებისმიერ აქტივობას შეუთავსებ. ასეთი სამსახური, განსაკუთრებით, აქტუალურია სტუდენტებში, დიასახლისებსა და იმ ადამიანებში, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო, დისტანციურად მუშაობა ურჩევნიათ.  

თუ ეძებთ სამსახურს, სადაც თავისუფალი გრაფიკი და მზარდი ანაზღაურება გექნებათ, არ მოგთხოვენ სპეციალურ განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას, საჭიროა მხოლოდ 5 საფეხურის გავლა, რომლის შემდეგაც ყველაზე კომფორტულ, თქვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პოზიციაზე აღმოჩნდებით:

• შედით სადაზღვევო კომპანია ალდაგის ახალ, ინოვაციურ დასაქმების პორტალზე www.onjob.ge. გაეცანით წესებსა და პირობებს და დარეგისტრირდით. დაგჭირდებათ მეილის, პაროლისა და პირადი ინფორმაციის შეყვანა, რომლის კონფიდენციალურობა გარანტირებულია კომპანიის მიერ.

• ონლაინ აგენტად დარეგისტრირების შემდეგ, გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია და კარგად გაეცანით აქ განთავსებულ ინფორმაციას. შეკითხვების შემთხვევაში,მისწერეთ დამსაქმებელს და მიიღეთ ამომწურავი პასუხი.

• დაიწყეთ ალდაგის ონლაინ აგენტად მუშაობა - დღეში მინიმუმ ერთი საათი მაინც დაუთმეთ საქმეს. გახსოვდეთ, აქ ანაზღაურება ზუსტად თქვენ მიერ შესრულებული საქმის პირდაპირ პროპორციულია. იმ შემთხვევაში, თუ არ იაქტიურებთ, თქვენი პროფილი იქნება პასიური. ონჯობზე, ონლაინ აგენტს, ჯარიმა არასდროს ეკისრება.

• მოიძიეთ დაზღვევით დაინტერესებული ადამიანები და დაამატეთ მათ შესახებ ინფორმაცია საიტზე.

• დაბოლოს, თუ შედეგით კმაყოფილი იქნებით, არ დაგავიწყდეთ თქვენი გამოცდილება მეგობარსაც გაუზიაროთ და ონჯობზე მოიწვიოთ.  

ონლაინ დასაქმების საიტი www.onjob.ge ერთი წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე და უკვე 12 000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. აქტიურად მუშაობის შემთხვევაში, ონჯობზე ონლაინ აგენტის ანაზღაურება 1 000 ლარამდე შეიძლება გაიზარდოს. ამასთან, საიტზე განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაში მას ერიცხება ბონუს ქულები, რომლის გადაცვლა შეუძლია საიტზე წარმოდგენილი ცნობილი ჰიპერმარკეტების, ბენზინგასამართი სადგურის, გასართობი ცენტრების, ელექტროტექნიკის მაღაზიების, კაფე-ბარებისა და სხვა დაწესებულების ვაუჩერებში.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი