მაღაზია ორიგინალური ტანსაცმლითა და განსაკუთრებული ფასდაკლებით - "თათის ბუტიკი" "გლდანი მოლშიც" გაიხსნება

მაღაზია ორიგინალური ტანსაცმლითა და განსაკუთრებული ფასდაკლებით - "თათის ბუტიკი" "გლდანი მოლშიც" გაიხსნება

განსაკუთრებული ფასდაკლება, ახალი ფილიალი, დაგროვების ბარათი და რა თქმა უნდა, გამორჩეული სტილისა და ხარისხის ტანსაცმელი ქალბატონებისა და 10 წლამდე ბავშვებისთვის - ეს "თათის ბუტიკი" და მისი სამომავლო გეგმებია.

ორმა მეგობარმა გოგონამ, რომლებსაც ძალიან უყვარდათ საყიდლებზე სიარული, 2 წლის წინ გადაწყვიტეს, შეექმნათ პატარა ბუტიკი, რომელიც ზუსტად ისეთი იქნებოდა, როგორიც მათ ყველაზე მეტად მოსწონდათ. თათია მელუამ და ნატო გაბელაიამ თავდაპირველად სოციალურ ქსელში შექმნეს ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც ორგინალურ ტანსაცმელს მისაღებ ფასად ყიდიდნენ. გამორჩეულმა სტილმა მალე მიიქცია საზოგადოების ყურადღება და ერთგული მომხმარებლების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა. სწორედ ამიტომ მეგობრებმა მაღაზიის გახსნა გადაწყვიტეს. ამჟამად "თათის ბუტიკი" და "თათის ბუტიკი ქიდს" ვაკეში, სავაჭრო ცენტრ "პიქსელში" მდებარეობს. ცოტა ხნის წინ ონლაინ მაღაზიაც შეიქმნა.

"ჩვენთან პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც მაღაზიაში, ისე "ფეისბუქის" და ონლაინ მაღაზიის საშუალებით. ჩვენი კურიერის მომსახურება კი რეგიონებშიც შესაძლებელია. მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ 2018 წლის მარტში "გლდანი მოლში" ფილიალს ვხსნით. ახალ მაღაზიაში ქალისა და ბავშვების ხაზი ერთად გაიყიდება. განვითარებასთან ერთად, ალბათ, მამაკაცის ხაზიც დაგემატება. ამ მხრივ, მოთხოვნაც არსებობს," - განმარტავს ერთ-ერთი დამფუძნებელი თათია მელუა.

თათია და ნატო ტანსაცმელს თავად არჩევენ. ზოგ შემთხვევაში მას ონლაინ იწერენ. ხან კი თავად მიდიან ამა თუ იმ ქვეყანაში და ადგილზე ყიდულობენ. პროდუქცია რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის, ჩინეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან და ინგლისიდან ჩამოაქვთ.

"მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც სპორტულ, ისე კლასიკურ ხაზს. საახალწლოდ გამორჩეული კაბები გვაქვს. ჩვენი ტანსაცმლის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ისინი ძალიან მასიური არ არის. პროდუქცია შეზღუდული რაოდენობით ჩამოგვაქვს. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა კონკრეტულ მოდელზე ისეთი დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა, რომ მარაგი ამოიწურა და მეორედ ჩამოვიტანეთ," - აღნიშნავს თათია.

"თათის ბუტიკი" ახალ წელს განსაკუთრებული ფასდაკლებით შეხვდება. 31 დეკემბერს თითოეული მყიდველი 20%, 30%, 40% ან 50%იან ფასდაკლებას მიიღებს. გადახდამდე ისინი პატარა დოლურიდან ამოიღებენ ბარათს, რომელზეც მითითებული იქნება ფასდაკლების პროცენტი. გამოვლინდება 2 განსაკუთრებით იღბლიანი მომხმარებელიც. ერთი მათგანი სრულიად უფასოდ შეძლებს შერჩეული ნივთის წაღებას, მეორე კი - შეძენილი პროდუქციის ღირებულების სასაჩუქრე ვაუჩერს მიიღებს, რომელსაც მომდევნო ყიდვისას გამოიყენებს.

თათია მელუას განმარტებით, მომავალ წელს ახალ ფილიალთან ერთად, მომხმარებლებს დაგროვებით ბარათებსაც შესთავაზებენ. "გლდანი მოლში" მაღაზიის გახსნის შემდეგ, მუშაობას რეგიონებში გაფართოებაზე დაიწყებენ. საწყის ეტაპზე ფილიალის გახსნა ბათუმში იგეგმება.

R

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."