"კოკა-კოლას" დღესასწაული და საახალწლო ქარავანის რეალური ისტორია

"კოკა-კოლას" დღესასწაული და საახალწლო ქარავანის რეალური ისტორია

"უნდა დაიჯერო, რომ სასწაული ხდება, ახალი წლის ღამით ნატვრა აგიხდება... გაუხსენით ყველას, ოცნების კარი, ერთად შემოვკრათ სიხარულის ზარი! ახალი წელია, ახალი წელია..." - ამ სიტყვების წაკითხვისას, გონებაში ალბათ ნაცნობი მელოდია ამოგიტივტივდათ - ბავშვობის, თოვლიანი ახალი წლის, ბუხართან შეკრებილი ოჯახის წევრებისა და საოჯახო, საახალწლო სუფრის სურნელით...

ამ სიმღერის გახსენებისას, აუცილებლად წარმოგიდგებათ თვალწინ, პუტკუნა, თეთრწვერიანი, წითლებში გამოწყობილი ბაბუ, რომელიც გემრიელ, ყავისფერ სასმელს მიირთმევს და თვალს გიკრავთ.

ეს "კოკა-კოლაა", უამრავი ნათურით განათებული სატვირთო მანქანები, ყველაზე რეალისტური სანტა-კლაუსი და ამაღელვებელი ემოციები - რომელიც ყველაზე ჯადოსნურ ახალ წელთან ასოცირდება.

"კოკა-კოლას" ქარავანის პირველი სატვირთო ავტომობილები ნამდვილი არ ყოფილა, ეს იყო რეკლამის ნაწილი, რომელიც 1995 წელს შეიქმნა და დღემდე ფანტასტიკურ მოგონებებს აღძრავს ჩვენში.

ყოველ წელს თბილისსა და რეგიონების სხვადასხვა ქალაქებში ეს ჯადოსნური ამბავი რეალობად იქცევა, არც ეს ზამთარია გამონაკლისი - 20 დეკემბრიდან "კოკა-კოლას" ქარავანმა მოგზაურობასთან ერთად, საახალწლო განწყობის გაზიარება დაიწყო.

ყოველდღიურად ქარავანი მოგზაურობას 20:00 საათზე იწყებს და სხვადასხვა ქალაქში "მაკდონალდსის" შენობასთან ჩერდება, რომ საყვარელი სასმლით ერთგული მომხმარებელი გაახაროს.

კამპანიის ფარგლებში ქარავანმა უკვე იმოგზაურა თბილისში, რუსთავში, წყნეთში, ბათუმში, ქობულეთში, სენაკში და ზუგდიდში. თავის ჯადოსნურ მარშრუტს ის დღეს, 30 დეკემბერს, ქუთაისში დაასრულებს.

ტელეეკრანებიდან რეალობაში გადმოსული სადღესასწაულო ქარავანი, პოზიტიურ საახალწლო განწყობას ტოვებს მთელ ქვეყანაში და თქვენთან ერთად ითვლის 2018 წლის დადგომამდე დარჩენილ საათებს.

ნარიტა ჩხაიძე

R

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."