ვებბანერები, რომელსაც რეკლამის დამკვეთი მართავს - საქართველოში ინტერნეტ რეკლამის გაკეთება მარტივდება

ვებბანერები, რომელსაც რეკლამის დამკვეთი მართავს - საქართველოში ინტერნეტ რეკლამის გაკეთება მარტივდება

სარეკლამო ვებკამპანიის მარტივად, დიზაინერისა და სხვა ადამიანების ჩართულობის გარეშე მართვა, ვებბანერების ვიზუალისა და შინაარსის სწრაფი და ხშირი ცვლა - ამ შესაძლებლობებს რეკლამის დამკვეთებს პროგრამა Q banners სთავაზობს. საქართველოს ბაზარს ინოვაციური სარეკლამო კამპანიის წარმოების პროგრამას "პალიტრა მედია ჰოლდინგი" სთავაზობს. სტარტაპი, რომელიც რეკლამის გადატრიალებას გეგმავს, მარკეტერებს ინტერნეტ რეკლამის კამპანიის დაგეგმავს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. საქართველოს ბაზარს ინოვაციური სარეკლამო კამპანიის წარმოების პროგრამას ”პალიტრა მედია ჰოლდინგი” სთავაზობს. პროგრამა თავისი უნიკალური ინსტრუმენტების საშუალებით, მარკეტერების ინტერესებს სრულად მოიცავს, უმარტივებს ვებკამპანიის წარმოებას, მას უფრო ეფექტურსა და მოქნილს ხდის.

Q banners-ს არაერთი ცალსახა უპირატესობა აქვს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:

• მთლიანი ვებკამპანიის ერთდროულად მართვა

• მონაცემებისა და ვიზუალის ყველა ბანერზე ერთდროულად შეცვლა

• ბანერების ერთდროულად დიზაინერის გარეშე შეცვლა

• დროის ნებისმიერ მონაკვეთში ბანერებზე იმ ინფორმაციის გამოტანა, რომელიც იმ მომენტშია აქტუალური

• ხარჯთეფექტურობა

პროექტ Q banners-ის ხელმძღვანელის, ლევან ტაბატაძის განმარტებით, ინტერნეტ რეკლამის ამ ახალ შესაძლებლობას კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია.

"Q banners-ის შეთავაზება არის სრულიად ახალი შესაძლებლობა, რომ კომპანიებმა თვითონ მართონ სარეკლამო ბანერები, იყვნენ უფრო მოქნილი, უფრო წარმატებული და დაგეგმონ საკუთარი სარეკლამო კამპანიები უფრო სწრაფად. ქართული ბაზრისთვის ეს საკმაოდ საინტერესო შეთავაზებაა," - აღნიშნა ლევან ტაბატაძემ.

ონლაინ სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისას კომპანიების მთავარი პრობლემა სწორედ ბანერის ვიზუალისა და შინაარსის სწორად შერჩევა, საჭიროების შემთხვევაში კი მათში ცვლილებების შეტანაა. ეს პრობლემა კი სრულად მოგვარებულია Q banners-ით სარგებლობის შემთხვევაში. ამ დროს დამკვეთი Qbanners.ge-ზე საკუთარი ანგარიშიდან ძალიან მარტივად ახერხებს ვებბანერზე სასურველი ინფორმაციის გადატანას იმ დროით, რაც მისთვის ხელსაყრელია. შეცვლა კი შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია.

" Q banners-ის საშუალებით მომხმარებელი დიზაინერის ჩარევის გარეშე ახერხებს, ბანერის გაკეთებას თუ განახლებას და ყველა განთავსებულ ვებგვერდზე მის ერთდროულად შეცვლას. პროგრამის ინტერფეისი ძალიან მარტივად სამართავია და დამკვეთს საშუალებას აძლევს, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ბანერზე გამოიტანოს ის კონკრეტული სარეკლამო კამპანია, რომელიც იმ მომენტისთვის არის ყველაზე აქტუალური," - დაამატა ლევან ტაბატაძემ.

ვებბანერებს უკვე იყენებენ ”ბიბლუსი”, ”ჰოთსეილი”, allwine.ge და კიდევ რამდენიმე კომპანია, რომელთა მარკეტერები პროდუქტით მეტად კმაყოფილები არიან.

თიკო ფეიქრიშვილი, ”ბიბლუსის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი: ”სიახლეები რეკლამის სფეროში მუდმივად საჭიროა. საინტერესო იდეების მიზნობრივ აუდიტორიამდე სწორად მიტანისათვის შესაბამისი ტექნიკური რესურსის არსებობა უმნიშვნელოვანესია. Q banners-ის ვებბანერები ამ კუთხით ნამდვილად არაჩვეულებრივი სიახლეა. ისინი მრავალფეროვანი დიზაინით გამოირჩევა და შესაძლებლობას გაძლევს, ცალკეული პროდუქტი სხვადასხვა კუთხით დაანახო მომხმარებელს. ერთ ბანერში შეგიძლია, გააერთიანო სტატიკური მასალა, ვიდეო ან თუნდაც, გიფი, რაც ვიზიტორის ყურადღებას ბევრად უფრო სწრაფად იქცევს. ეს კი სტატისტიკებშიც აისახება. ”ბიბლუსი” უკვე აქტიურად იყენებს Q banners-ის ბანერებს თავისი სხვადასხვა მიმართულებისთვის და შედეგებიც საგრძნობლად უკეთესია ვიდრე ეს იყო სტანდარტული ბანერების შემთხვევაში.”

მურთაზ ფუტკარაძე, ”ჰოთსეილის” მარკეტინგის მენეჯერი: ”Q banners-ის გამოყენება ჩემთვის ძალიან კომფორტულია. სასურველი შაბლონის აწყობის შემდეგ მარტივი ხდება საკუთარ მოთხოვნებზე მორგება ისე, რომ მომავალში დიზაინერის დამატებით ჩართულობა არ არის საჭირო. დროსთან ერთად, მნიშვნელოვნად ზოგად ფინანსურ რესურსსაც. ასევე, HOTSALE.GE ძალიან დინამიური ბიზნესია და შეთავაზებების შეცვლა ხშირად გვიწევს. მაგალითად, ამინდის შეცვლის შემთხვევაშიც კი გვიწევს სარეკლამო ბანერების შეცვლა. Q banners-მა საშუალება მომცა, ერთი დაწკაპუნებით 10 ვებსაიტზე შემეცვალა ბანერები, დიზაინერებისა და ტექნიკური სამსახურის ჩართულობის გარეშე.”

მარიკა ომანიძე ,allwine.ge-ს მარკეტინგის მენეჯერი: ” Q banners ძალიან საჭირო და კომფორტული შესაძლებლობაა მარკეტერისთვის. უკვე ერთი თვეა, რაც ციფრული კომუნიკაციის განხორციელებისას მას ვიყენებთ. წინასწარ ვამზადებთ ვებბანერის დიზაინს, სადაც ვითვალისწინებთ ცვლად და მუდმივ ელემენტებს. შემდგომში კი კომუნიკაციის გეგმიდან გამომდინარე, მარტივად, ჩვენითვე ვცვლით ვებბანერის შინაარსს. Q banners-ის დახმარებით, შემიძლია ყოველდღიურადაც კი შევცვალო გამოტანილი ინფორმაცია და მომხმარებელს ყოველდღიურად განახლებული და საინტერესო შეთავაზება მივაწოდო.”

რაც შეეხება ზოგადად ინტერნეტ რეკლამას, ის გაცილებით უფრო ხარჯეფექტურია, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგი. ინტერნეტ რეკლამასაშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ფოკუსირება სპეციფიკურ სეგმენტზე და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ამა თუ იმ კამპანიის პროდუქტიულობა. ადვილია შედეგების დათვლა და ანალიზის გაკეთებაც. მაგალითად, ზუსტად ვიცით, რამდენმა ადამიანმა ნახა ჩვენი რეკლამა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი